From Wikipedia, the free encyclopedia
მუდეხარი (ესპ. mudéjar, არაბულიდან مدجّن [mudaǧǧan] — მოშინაურებული, შინაური) — მუსლიმანური მოსახლეობა, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულზე დარჩა ესპანეთის მიერ არაბების განდევნის შემდეგ; ასევე თვითმყოფადი სტილი XII-XVI საუკუნეების ესპანეთის არქიტექტურაში, ფერწერასა და დეკორატიულ ხელოვნებაში (განსაკუთრებით არაგონსა და კასტილიაში), რომლებზეც ძლიერი გავლენა იქონია მავრიტანულმა გემოვნებამ და ხელოსნობამ.
მუდეხარების არქიტექტურა არაგონიაში* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ტაძრის კოშკი, არაგონის მუდეხარის ათ მონუმენტთაგან ერთ-ერთი | ||
ქვეყანა | ესპანეთი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | ||
რეგიონი** | ევროპა | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) | |
ნომერი | 378 | |
გაფართოება | 2001 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 378 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1492 წლის იანვარში გრანადის დაცემის შემდეგ მუდეხარებმა გარკვეული დროით საკუთარი დამოუკიდებელი რელიგიური სტატუსი შეინარჩუნეს. თუმცა XVI საუკუნის შუა წლებში ისინი იძულებული იყვნენ ქრისტიანობაზე გადასულიყვნენ. იმ დროიდან მათ მორისკოებს ეძახდნენ, ვინაიდან ეჭვები მათ სრულ მოქცევაზე მაინც რჩებოდა. 1610 წელს ისინი, ვინც უარი თქვა ქრისტიანობაზე გადასულიყო, ქვეყნიდან გააძევეს. გამორჩეული მუდეხარის სტილი დღემდე შესამჩნევია რეგიონულ არქიტექტურაში, მუსიკაში, ფერწერაში და ხელოსნობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.