მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი
From Wikipedia, the free encyclopedia
მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი — თვითმფრინავი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც გამანადგურებლად, ასევე მოიერიშედ.
მრავალფუნქციური გამანადგურებელი განსხვავდება გამანადგურებელ-ბომბდამშენისგან იმით, რომ იგი დაპროექტებულია საჰაერო ბრძოლისა და სახმელეთო შეტევის ამოცანების ზედმიწევნით შესრულებისათვის, გამანადგურებელ-ბომბდამშენი კი უბრალოდ ტიპური გამანადგურებელია, რომელსაც შეუძლია ბომბების ჩამოყრაც.