გამანადგურებელ-ბომბდამშენი
From Wikipedia, the free encyclopedia
გამანადგურებელ-ბომბდამშენი (რუსეთში — ტაქტიკური გამანადგურებელი) — საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც განკუთვნილია სახმელეთო (საზღვაო), მცირე ზომის მოძრავი მიზნების გასანადგურებლად მოწინააღმდეგის ტაქტიკურ და უახლოეს ოპერატიულ სიღრმეში, აგრეთვე საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად ჰაერში, დაზვერვის საწარმოებლად და ნაღმური ღობურების დასაყენებლად.[1] გამანადგურებელს იგი აღემატება თავის საბრძოლო დატვირთვით. გამანადგურებელ-ბომბდამშენი შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული და ჩვეულებრივი ბომბებით, ამნთები ავზებით, მართვადი და უმართავი რაკეტებით, საარტილერიო შეიარაღებით. მას აგრეთვე გააჩნია მრავალფუნქციური რადიოსალოკაციო დასამიზნებელი სისტემა ავტომატიზებული ბომბდაშენის განსახორციელებლად.
- სიჩქარე: 2350 კმ/სთ-მდე
- პრაქტიკული ჭერი 21 კმ-მდე
- ეკიპაჟი: ერთი ადამიანი