From Wikipedia, the free encyclopedia
უკანასკნელ დღეეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია — ქწრისტიანული ეკლესია, გავრცელებულია არაოფიციალური სახელწოდებით „მორმონთა ეკლესია“. დაარსებულ იქნა ჯოზეფ სმითის მიერ 1830 წლის 6 აპრილს ქალაქ ფაიეტში, ნიუ-იორკის შტატში. ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო 1834 წელს. მსოფლიოში მორმონების რაოდენობა დაახლოებით 15 მილიონია. ეკლესიის წევრთა ახევარზე მეტი აშშ-ის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, ეკლესიას 56 ათასი მისიონერი ჰყავს 162 ქვეყანაში. სხვადასხვა ქვეყანაში მორმონთა 120-ზე მეტი ტაძარი მოქმედებს. წმინდა ტექსტი „მორმონის წიგნი“ თარგმნილია 93 ენაზე. ამჟამად, მათი ეკლესიის ცენტრი მდებარეობს სოლტ-ლეიკ-სიტიში, იუტას შტატში.
აღდგენილი ეკლესიის პირველი წინამძღოლი და წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი იყო, რომელსაც გამოცხადება ჰქონდა 15 წლის ასაკში. მანვე გაამხილა საუკუნეების მანძილზე საგულდაგულოდ გადამალული ხელნაწერები, რომლებიც ოქროს ფირფიტებზე იყო აღბეჭდილი. ხელნაწერები ძველ ეგვიპტურ ენაზე იყო დაწერილი, ამიტომაც მისი წიკითხვა შეუძლებელი იყო. მისივე თქმით, მან სულიწმინდის სრული შთაგონებით გადათარგმნა ეს ხელნაწერები და მას მორმონის წიგნი უწოდა.
უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრებს სწამთ, რომ იესო ქრისტე, მამა ღმერთის რვილის გამჟღავნებით ეკლესიის პრეზიდენტისა და წინასწარმეტყველისადმი.
ეკლესიის თითოეულ წევრს სწამს, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ პირადი გამოცხადება ღმერთისგან, სული წმინდის მეშვეობით. მათ რწმენას ბიბლიაში არსებული წმინდა წერილებიც ამყარებს. ისინი იღებენ გამოცხადებას და სულიერ დახმარებას სულიწმინდისაგან, რაც მათ ცხოვრების წარმართვაში ეხმარება.
ეკლესიას აქვს დიდი მისიონერული პროგრამები, და ჰუმანიტარული მომსახურების ფილიალები მსოფლიოს მასშტაბით 162 ქვეყანაში, რაშიც ჩართულნი არიან როგორც მამაკაცები ასევე გოგონებიც. უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ხშირად გამხდარა კრიტიკის, გადაუმოწმებელი ცრუ და მწვავე ბრალდებების ობიექტი,ხოლო მისი წევრები შეურაცხყოფის მსხვერპლნი.
მორწმუნე წევრები ერთგულად მისდევენ წესებს რაც ითვალისწინებს: სქესობრივ სიწმინდეს, ჯანმრთელობას, მარხვას, და შაბათის დაცვას. ეკლესია ასწავლის პირადი აღთქმების და დაპირებიბის ერთგულებას, რომელთაც ისინი დებენ ღმერთის წინაშე. ნათლისღება ერთ-ერთი აღთქმაა, ასევე სული წმინდის გადმოსვლა ადამიანზე, და ზიარება. ხოლო ყველაზე ფასეული და ღირებული მათი წევრებისთვის კი წმინდა ქორწინებაა, რომელიც ტაძარში ტარდება განსაკუთრებული პიროვნების მიერ, რომელსაც აქვს ღვთისგან მიღებული ძალაუფლება, რათა ადამიანება დააქორწინოს არა მხოლოდ სიკვდილამდე, არამედ ისინი სიკვდილის შემდეგაც ერთად იქნებიან სამუდამოდ. მათ ტაძრებს უფრო აღმატებული დანიშნულება ენიჭებათ ვიდრე უბრალოდ ეკლესიებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიის წევრები იცავენ ჯანმრთელობის წესს, ე.წ. სიბრძნის სიტყვას, რის თანახმადაც ისინი არ იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს, ყავას, და ქიმიური შემადგენლობის ჩაის და მხარს უჭერენ აქტიურობას ცხოვრებაში.
ისინი იცავენ მარალურ წეს-ჩვეულებებს ე.წ. უბიწოების კანონს, რაც კრძალავს მეუღლის ღალატს, ყველანაირ გაუკუღმართებულ და ჰომოსექსუალურ ქცევას, ასევე კრძალავენ სექსუალურ კავშირს ქორწინებამდე.
ე.წ. სიბრძნის სიტყვის ანუ ჯანმრთელობის წესის საშუალებით ეკლესიის წევრების დიდი ნაწილი ასაკში შესვლის მიუხედავად მაინც მისდევს ფიზიკურ აქტივობას რაც ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის და მისი ღვთიურობის გახანგრძლივების სწინდარია.
უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრთა რწმენის თანახმად, ქრისტეს მიერი აღთქმები და სამღვდელოების ძალაუფლება აღდგენილია. ეკლესია ითვალისწინებს იესო ქრისტეს მიერ პირველად დაარსებული ეკლესიის აღდგენას, რომელიც დაკარგულ იქნა ქრისტეს შემდეგ, ხალხთა დიდი განდგომის შედეგად. მათი შეხედულების თანახმად რწმენა იესო ქრისტეშია და გამოსყიდვა მათი რელიგგის ძირითადი სუფუძველია, ხოლო ქრისტე მათი რელიგიის ქვაკუთხედი. „მორმონები“ თაყვანს სცემენ მამა ღმერთს იესო ქრისტეს სახელით. მათ სწამთ რომ იესო არის ძე ღვთისა და კაცობრიობის მხსნელი.
ეკლესიას აქვს სწავლებანი, რომელიც მოიცავს წმინდა წერილების ოთხ წიგნს: ბიბლია (ძველი და ახალი აღთქმა), მორმონის წიგნი, მოძღვრება და აღთქმები. ბიბლიისა და მორმონის წიგნის გარდა უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წიგნები შედგება მასალებისაგან, რომლებიც ჯოზეფ სმითმა მიიღო გამოცხადების შედეგად.
აღსანიშნავია მორმონის წიგნი, რომელიც ბიბლიის მსგავსად მოიცავს უძველეს წინასწარმეტყველებებს მესიის მოსვლაზე; ასევე აღსანიშნავია ბიბლიის დაკარგული ჩანაწერები, რომლებიც ჯოზეფ სმითის მიერ იქნა აღდგენილი სული წმინდის გამოცხადებითა და შთაგონებით. მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი თვლის რომ ჯოზეფ სმითის ბიბლიის დამატება და მორმონის წიგნი სინამდვილეს არ შეესაბამება და ეს წიგნები ჯოზეფ სმითის დაწერილია.
მორმონი იყო პიროვნება, წინასწარმეტყველთა ერთ-ერთი უკანასკნელი რგოლის წარმომადგენელი. მის წერილებში აღწერილია მისი ისტორია, ასევე იესო ქრისტეს სწავლებები. სწორედ მან შეკრიბა და გააერთიანა წინასწარმეტყველების მიერ დაწერილი 15 წიგნი, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი მოკლეს, მისი დავალებით მისმა შვილმა მორონმა გადამალა ეს 15 წიგნი, რომელიც ოქროს ფირფიტებზე იყო დაწერილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.