From Wikipedia, the free encyclopedia
მოდენისა და რეჯიოს საჰერცოგო (იტალ. Ducato di Modena e Reggio, ლათ. Ducatus Mutinae et Regii) იყო ჩრდილო-დასავლეთ იტალიის პატარა სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 1452-დან 1859 წლამდე, თუმცა დამოუკიდებლობა დაკარგა ნაპოლეონის ომებში (1796-1814), როდესაც იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა მოახდინა რენესანსის ერის სახელმწიფოებისა და რესპუბლიკების რეორგანიზაცია იტალიაში, შემდეგ კი მისი საფრანგეთის იმპერიის ბატონობის ქვეშ მოქცევა. მას მისი დაარსებიდან დაცემის დღემდე მართავდნენ დ’ესტეს დინასტიის წარმომადგენლები, ხოლო 1814 წლიდან დ'ესტეს ავსტრიული სახლი.
მოდენისა და რეჯიოს საჰერცოგო Ducato di Modena e Reggio საღვთო რომის იმპერიის საჰერცოგო | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
მოდენისა და რეჯიოს საჰერცოგო 1815 წელს | |||||||
რელიგია | კათოლიციზმი | ||||||
მოდენისა და რეჯიოს საჰერცოგო თავიდან შეიქმნა დ'ესტეს სახლის დინასტიისთვის, რომელიც 1597 წლამდე ასევე მართავდა ფერარას.
1452 წელს იმპერატორმა ფრედერიკ III-მ შესთავაზა საჰერცოგო ბორსო დ’ესტეს, რომლის ოჯახი საუკუნეების განმავლობაში განაგებდა ქალაქ მოდენასა და მიმდებარე რეჯო-ემილიას. 1450 წელს ბორსომ ასევე დაეუფლა მარკგრაფის ტიტულს თავი ძმის დაღუპვის შემდეგ, ფერარას მიმდებარე პაპის საჰერცოგოში, სადაც მან მიიღო ჰერცოგის ტიტული 1471 წელს. დ'ესტეს მიწები წმინდა რომის იმპერიის სამხრეთ საზღვარზე პაპის ქვეყნებთან ერთად ქმნიდა სტაბილიზებულ ბუფერულ სახელმწიფოს, ორივე დიდი სახელმწიფოსთვის მომგებიანად.
დ'ესტეს პირველი ჰერცოგები კარგად მართავდნენ და ქალაქმა მიაღწია ეკონომიკურ და კულტურულ მწვერვალს: ბორსოს მემკვიდრემ დუკა ერკოლე I-მ მოქმედი ქალაქი მოდენა ბიაგო როსეტის მიერ შემუშავებული გეგმების მიხედვით გადააკეთებინა, ხოლო მისი მემკვიდრეები იყვნენ ისეთი მხატვრების მფარველები, როგორებიც იყვნენ: ტიციანი და ლუდოვიკო არიოსტო. 1508 წლიდან კამბრაის ლიგის ომში, მოდენის ჯარი პაპის სამსახურში იბრძოდა ვენეციის რესპუბლიკის წინააღმდეგ. ჰერცოგი ალფონსო II-ის 1597 წელს გარდაცვალების შემდეგ საჰერცოგო ხაზი გადაშენდა. დ'ესტეს მიწები დაიპყრო ალფონსოს ბიძაშვილმა, ჩეზარე დესტემ; ამასთან, ეს მემკვიდრეობა არ აღიარა პაპმა კლიმენტ VIII-მ და ფერარა საბოლოოდ ჩამოართვა მას. ჩეზარს შეეძლო შეენარჩუნებინა მოდენა და რეჯიო, როგორც საიმპერატორო ფეოდები.[1]
1628 წლის მანტუის მემკვიდრეობისათვის ომში მოდენას ჰერცოგები დადგნენ ჰაბსბურგების ესპანეთის მხარეს და, თავის მხრივ, მიიღეს ქალაქი კორეჯიო იმპერატორ ფერდინან II-ის სურვილით. ესპანეთის მემკვიდრეობის ომის დროს, ჰერცოგი რინალდუ ჩამოაგდეს საფრანგეთის ჯარებმა ლუი ჯოზეფ დე ბურბონის მეთაურობით. იგი ვერ დაბრუნდა მმართველობაში 1707 წლამდე. 1711 წელს დ'ესტემ მირანდოლას პატარა საჰერცოგო შეიერთა. მისი მემკვიდრე ფრანჩესკო III მხარს უჭერდა საფრანგეთს 1740 წლის ავსტრიის მემკვიდრეობის ომში და განდევნეს ჰაბსბურგის ძალებმა, მაგრამ მისი საჰერცოგოს აღდგენა მოხდა 1748 წლის Aix-la-Chapelle–ის ხელშეკრულებით.
1796 წელს მოდენა კვლავ დაიპყრო საფრანგეთის ჯარმა ნაპოლეონ ბონაპარტის დაქვემდებარებაში, რომელმაც ჩამოაგდო ჰერცოგი ერკოლე III და მისი საჰერცოგოს ტერიტორიიდან შექმნა ცისპადანის რესპუბლიკა. 1801 წლის ლუნევილის ხელშეკრულებით, დ'ესტეს უკანასკნელ ჰერცოგს გადაეცა ბრეისგუს რეგიონში ყოფილი ავსტრიის ტერიტორიები სამხრეთ-დასავლეთ, რომელიც უკვე გერმანიაში მდებარეობდა. ეს ჰერცოგი გარდაიცვალა 1803 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ ჰერცოგის ტიტული მემკვიდრეობით გადაეცა მის სიძეს, წარმოშობით ავსტრიელ ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის ერცჰერცოგ ფერდინანდს, იმპერატორ ფრანც II-ის ბიძას.[2]
1814 წელს ნაპოლეონის იტალიური სამეფოს დაშლის შემდეგ, მალევე მოხდა ვატერლოოს ბრძოლა, რაც იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის საბოლოოდ დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ამ მოვლენის შემდეგ, ფერდინანდის ვაჟმა, ფრენსის IV-მ, კვლავ მოიპოვა მმართველობა, გახდა რა მოდენის ჰერცოგი ავსტრიის იმპერიის ბატონობის ქვეშ 1815 წელს. მალევე მან დედისაგან მიიღო მასისა და კარარას ტერიტორიები. 1830-იანი წლებიდან 1860-იან წლებამდე იტალიის ჰაერთიანების გრძელი პერიოდის განმავლობაში, „ავსტრია-დ'ესტეს“ ჰერცოგები ნელ-ნელა გადაასახლეს 1831 წლის და 1848 წლების რევოლუციების დროს, მაგრამ ისინი მალე დაბრუნდნენ.
იტალიის დამოუკიდებლობის მეორე ომის დროს (1859 წლის აპრილი-ივლისის განმავლობაში) მაგენტას ბრძოლის შემდეგ, უკანასკნელ ჰერცოგს — ფრენსის V-ს კვლავ აიძულეს გაქცევა, ამჯერად სამუდამოდ. დეკემბერში, მოდენას საჰერცოგო შეუერთდა ტოსკანსა და პარმას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა „ცენტრალური იტალიის გაერთიანებული პროვინციები“, რომლის ანექსიაც შემდეგ მალევე (1860 წლის მარტში) მოახდინა სარდინია-პიემონტის სამეფომ, რომელიც ხელმძღვანელობდა იტალიის გამაერთიანებელ მოძრაობას, რამაც განაპირობა იტალიის სამეფოს გამოცხადება 1861 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.