From Wikipedia, the free encyclopedia
მოასირ ჯეიმი სკლიარი (პორტ. Moacyr Jaime Scliar; დ. 23 მარტი, 1937 — გ. 27 თებერვალი, 2011) — ბრაზილიელი მწერალი და ფიზიკოსი. მისი შემოქმედების ცენტრალური თემაა ებრაული იდენტობის კვლევა დიასპორის პირობებში, კერძოდ კი ბრაზილიაში მცხოვრებ ებრაელთა მაგალითზე.
მოასირ სკლიარი | |
---|---|
პორტ. Moacyr Jaime Scliar | |
დაბადების თარიღი | 23 მარტი, 1937[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | პორტუ-ალეგრი |
გარდაცვალების თარიღი | 27 თებერვალი, 2011[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პორტუ-ალეგრი |
საქმიანობა | მწერალი[10] და ექიმი |
ენა | პორტუგალიური ენა |
მოქალაქეობა | ბრაზილია |
ალმა-მატერი | Federal University of Rio Grande do Sul |
ჟანრი | რომანი, მოთხრობა, ესე, chronicle და საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა |
ჯილდოები | Prêmio Jabuti და Ordem do Mérito Cultural |
საიტი | scliar.org/moacyr/ |
დაიბადა რიუ-გრანდი-დუ-სულის ქალაქ პორტუ-ალეგრიში, ებრაელების ოჯახში, რომლებიც ბრაზილიაში ბესარაბიიდან 1919 წელს ემიგრიდნენ. განათლება მედიცინის განხრით მიიღო. თავდაპირველად პორტუ-ალეგრიში ებრაულ საავადმყოფოში მუშაობდა, მოგვიანებით კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის განხრით განაგრძნო მუშაობა.[11]
ნაყოფიერი სამწერლო კარიერის მანძილზე სკლიარმა პორტუგალიურ ენაზე 100-ზე მეტი წიგნი გამოაქვეყნა. ავტორი არაერთ ჟანრში მოღვაწეობდა, ეს იყო მოთხრობა, რომანი, საყმაწვილო ლიტერატურა, საბავშვო წიგნები თუ ესეები.
სკლიარის რომანი „კენტავრი ბაღში“ (1985) იდიშის ეროვნულმა წიგნის ცენტრმა შეიყვანა სიაში „თანამედროვე ებრაული ლიტერატურის 100 საუკეთესო ნაშრომი“. ერთ-ერთ ებრაულ ჟურნალთან ინტერვიუში სკლიარმა კენტავრის მეტაფორულ დატვირთვაზე ისაუბრა: „კენტავრი ორმაგი იდენტობის სიმბოლოა, რომელიც ბრაზილიის მსგავს ქვეყანაში ებრაელთა კულტურულ ნიშან-თვისებებს ასახავს. სახლებში იდიშზე ვსაუბრობთ, გეფილტე თევზს მივირთმევთ და შაბათს ავღნიშნავთ, ქუჩაში კი ფეხბურთს ვთამაშობთ, სამბას ვცეკვავთ და პორტუგალიურად ვსაუბრობთ. ყოველივე ამის შემდეგ კი სწორედ კენტავრებად ვგრძნობთ თავებს.“
სკლიარის წიგნები არაერთ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, შვედურად, ესპანურად, იტალიურად, ებრაულად, ქართულად და დანიურად. მისი თარგმნილი პროზა იუნესკოს თარგმანების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიაშია შესული.
ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანი „კაფკას ლეოპარდები“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.