From Wikipedia, the free encyclopedia
მირიან III, მირეანი, მერიბანი — ქართლის მეფე IV საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306–337) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა წმინდა ნინო. 337 წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.
„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „ქართლის ცხოვრება“ კი მას მიიჩნევს პირველი სასანიანი შაჰის შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.