მერაია კერი
From Wikipedia, the free encyclopedia
მერაია კერი (ინგლ. Mariah Carey, დ. 27 მარტი, 1969[1][2]) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი და მსახიობი. მისი, როგორც მომღერლის, დებიუტი 1990 წელს, Columbia Records-ის აღმასრულებელი დირექტორის ტომი მოტოლას ხელმღვანელობით შედგა და მალე იგი იქცა პირველ მუსიკოსად, რომლის პირველი ხუთი სინგლი აშშ-ს ბილბორდის ცხელი 100-ეულის სათავეში მოექცა. 1993 წელს მოტოლასთან ქორწინების შემდეგ, ჰიტ-სინგლების სერიის წყალობით, იგი Columbia Records-ის გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე მუსიკოსად იქცა. ჟურნალ „ბილბორდზე“ დაყრდნონოთ, ის აშშ-ში 1990-იანი წლების ყველაზე წარმატებული არტისტია.
სწრაფი ფაქტები მერაია კერი, დაბადების თარიღი ...
მერაია კერი | |
---|---|
მერაია კერი 2023 წელს | |
დაბადების თარიღი |
27 მარტი, 1969 ჰანტინგტონი, ლონგ აილენდი, ნიუ იორკი, აშშ. |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1988–დღემდე |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 2 |
ჟანრ(ებ)ი | |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები |
|
საიტი | mariahcarey.com |
დახურვა