ლონგ-აილენდი

From Wikipedia, the free encyclopedia

ლონგ-აილენდი

ლონგ-აილენდი (ინგლ. Long Island - გრძელი კუნძული) კუნძულია ნიუ-იორკში, აშშ, 3567 კმ² ფართობითა და 7,536 მილიონი მცხოვრებით (2005 წლის აღწერა). ეს უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია კონტინენტურ აშშ-ში. მოსახლეობის რაოდენობით მე-17-ა მსოფლიოში და ამ პარამეტრით წინ უსწრებს იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოსა და ქვეყნებს - ირლანდიასა და იამაიკას. სახელწოდებიდან გამომდინარე კუნძული საკმაოდ გრძელია - 190 კმ, მისი სიგანე კი ყველაზე განიერ მონაკვეთზე 32 კმ-ია. ლონგ-აილენდის ადგილობრივ ინდიელთა სახელია ”პავმონავკი” (Paumonauk) და ნიშნავს თევზის ფორმის კუნძულს.

Thumb
კინგსი, ქუინსი, ნასაუ და საფოლკი, მიახლოებითი საზღვრებით.

ლონგ-აილენდის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონი (კინგსის ქაუნთი) და ქუინსი (ქუინსის ქაუნთი); აღმოსავლეთით - ნასაუსა და საფოლკის ქაუნთები. მიუხედავად ამისა, ქოლოქვიალურად ”ლონგ-აილენდს” ან უბრალოდ ”აილენდს” მხოლოდ ნასაუსა და საფოლკის ქაუნთებს უწოდებენ; ბრუკლინი და ქუინსი გამოტოვებულია, ვინაიდან ისინი ქალაქ ნიუ-იორკს ეკუთვნის.

ლონგ-აილენდი ცნობილია ცხოვრების განსაკუთრებით მაღალი დონით. 2004 წლისთვის ნასაუს ქაუნთი ნიუ-იორკის შტატში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მდიდარ ადმ. ერთეულად ითვლებოდა, აშშ-ის მასშტაბით კი ამ კრიტერიუმით მეექვსეა. საფოლკის ქაუნთი განთქმულია კუნძულის სანაპიროზე მდებარე მდიდრული ვილებით, მათ შორის აღსანიშნავია ”ჰამპტონსი”. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინდექსის მიხედვით ლონგ-აილენდი (ნასაუ-საფოლკი) კრიმინალის დონის სიმცირით აშშ-ში მეორე ადგილზეა.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.