![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/07/Metro_station_Mardzhanishvili.jpg/640px-Metro_station_Mardzhanishvili.jpg&w=640&q=50)
მარჯანიშვილი (თბილისის მეტრო)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარჯანიშვილი (ყოფილი მარჯანიშვილის მოედანი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სადგურის მოედნისა და რუსთაველის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. სამგზავრო დარბაზის ქვედა პლატფორმის არქიტექტორები იყვნენ გ. მელქაძე, თ. მიქაშავიძე, ნ. ქვარცხავა, ი. ყავლაშვილი; ვესტიბიულისა — მ. მელია.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
„მარჯანიშვილი“ | |
---|---|
![]() პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
![]() | |
ამოსასვლელი | 41°42′35″N 44°47′52″E |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
გახსნის თარიღი | 11 იანვარი, 1966; 58 წლის წინ (1966-01-11) |
წინა სახელები | მარჯანიშვილის მოედანი |
ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური |
ბაქნების რაოდენობა | 1 |
ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
ბაქნის სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი |
გ. მელქაძე თ. მიქაშავიძე ნ. ქვარცხავა ი. ყავლაშვილი მ. მელია (ვესტიბიული) |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
ქალაქში გასასვლელი | კოტე მარჯანიშვილის მოედანი |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„მარჯანიშვილი“ ვიკისაწყობში |
ზედა ვესტიბიული ჩაშენებულია საპროექტო ინსტიტუტის „თბილქალაქპროექტის“ შენობაში. ინტერიერი სადაა, მოპირკეთებულია წითელი და რუხი მარმარილოთი; მიწისქვეშა დარბაზს უკავშირდება ესკალატორით, იგი თბილისის მეტროში უძველესია (ტიპი ЭМ-5.5). მიწისქვეშა სადგურში თეთრი კამარისა და კედლების ფონზე კონტრასტულადაა დაპროექტებული შავი პოლირებული გრანიტის იატაკი და რუხი მარმარილოთი მოპირკეთებული თაღები.[1] მოსაცდელი დარბაზის ბოლოს, კედელზე რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ბიუსტის ჰორელიეფური გამოსახულებაა მოცემული (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი). სწორედ მის სახელს ატარებს სადგური. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.