From Wikipedia, the free encyclopedia
მანჭკვალა, შემოდგომის მანჭკვალა (ლათ. Armillaria mellea) — სოკოს სახეობა ფიზალაკრიასებრთა ოჯახისა. გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს გარდა ანტარქტიდისა და სამხრეთ ამერიკისა.
მანჭკვალა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Armillaria mellea (Vahl) P. Kumm., 1871 | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე მანჭკვალა საჭიროებს თერმულად დამუშავებას. იხმარება შემწვარი, მოხარშული, დამარინადებული, დამარილებული და გამხმარი სახით.
პარაზიტი სოკოა. იწვევს მერქნის ლპობას. იზრდება დიდ ჯგუფებად დამპალ და ცოცხალ წიწვიან და ფოთლოვან ხეებზე, აგრეთვე ცოცხალი ხეებისა და ბუჩქების ფესვებზე,[1] აგვისტოს ბოლოდან ზამთრის დასაწყისამდე.
სოკო პირველად აღწერა დანიელმა მიკოლოგმა მარტინ ვალმა 1790 წელს როგორც Agaricus melleus.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[3]
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი — 3-10 სმ (იშვიათად 15-17 სმ-მდე), თავიდან ამოზნექილი, შემდეგ კი ბრტყლად გაშლილი, ხშირად ტალღისებური კიდეებით. ახასიათებს ბორცვაკი. ზედაპირი დაფარულია წვრილი მურა ქერცლებით, რომლებიც ასაკთან ერთად შეიძლება გაქვრეს.[4] ნორჩობაში თაფლისფერ-ყვითელი, თაფლისფერ-ყავისფერი ან ზეთისხილისფერ-ყვითელია, შემდგომში ზეთისხილისფერ-ყავისფერი და მუქი ყვითელ-ყავისფერი. ცენტრში უფრო მუქია.
რბილობი — მოთეთრო, ნორჩობაში მკვრივი, ასაკთან ერთად თხელდება. ფეხში ბოჭკოვანი; სიმწიფეში უხეშია. ახასიათებს სასიამოვნო სუნი და გემო.
ფირფიტები — შედარებით მეჩხერი, შეზრდილი ფეხთან ან ოდნავ დაღმავალი. ნორჩობაში მოთეთრო, ასაკში მუქდება ვარდისფერ-ყავისფრამდე. შესაძლოა დაიფაროს მურა ქერცლებით
ფეხის სიგრძე — 8-10 სმ, სისქე — 1-2 სმ, მთლიანი, ღია ყვითელ-ყავისფერი ზედაპირით. ქვედა ნაწილი მუქია ყავისფერ-მურამდე. ძირისკენ შეიძლება იყოს ოდნავ გაფართოებული, თუმცა არა გამობერილი. ქუდის მსგავსად, ფეხის ზედაპირი დაფარულია მუქი ქერცლებით. ნახოფსხეულები ხშირად ფეხის ძირებით ერთმანეთზეა შეზრდილი.
საბურველის ნარჩენები: ფეხის ზედა ნაწილში ახასიათებს თეთრი ვიწრო საყელო მოყვითალო კიდეებით. როგორც წესი პირდაპირ ქუდის ქვეშ. ვოლვის გარეშე.
სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — 8,5×5,5 მკმ, ფართოელიფსისებური.
მიჩნეულია, რომ მანჭკვალას ქუდის ფერი დამოკიდებულია სუბსტრატზე, რომელზეც იგი იზრდება. სოკო, რომელიც იზრდება ვერხვზე, თეთრ აკაციასა და თუთაზე, თაფლისფერ-ყვითლად არის შეფერილი, მუხაზე მოყავისფროა, ხოლო წიწვოვან ხეებზე — მოწითალო-ყავისფერი.
პარაზიტი სოკოა, რომელიც აავადებს ხისა და ბუჩქის 200-მდე სახეობას. იშვიათად ვნებს ბალახოვან მცენარეებს, მაგალითად როგორიცაა კარტოფილი. იწვევს მერქნის ლპობას. იზრდება დიდ ჯგუფებად[5] (იშვიათად ერთეულებად) ცოცხალი ხის ტანზე და მის ფესვებზე. ხშირად შეიძლება მისი ნახვა დაზიანებული მცენარეების ქერქის ქვეშ.
მანჭკვალა ზოგჯერ საპროტროფია: იზრდება კუნძებზე და მკვდარ ხეებზე, ხოლო უხვ მოსავლიან წლებში — ძირნაყარ ტოტებსა და ფოთლების ყუნწებზე. ასეთ დროს ღამით კუნძებზე შეინიშნება თეთრი ნათება.
გავრცელებულია დედამიწის ყველა კონტინეტზე, გარდა ანტარქტიდისა და სამხრეთ ამერიკისა.[6] უპირატესობას ანიჭებს ნესტიან ტყეებს.
სეზონი: აგვისტოს ბოლოდან ზამთრის დასაწყისამდე. მასიურად მოდის სექტემბრის პირველ ნახევარში ან მაშინ, როდესაც საშუალო დღიური ტემპერატურა +15...+100 ცელსიუსს ქვემოთ არის. იზრდება ბევრ რეგიონში ორ-სამ ფენად, თითოეულის ხანგრძლივობა 15-20 დღე გრძელდება.
შხამიან მანჭკვალას მატყუარას მანჭკვალასაგან განსხვავებით ფეხზე საყელო (რგოლი) არ ახასიათებს.
კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე საჭიროებს თერმულად დამუშავებას (მოხარშვა),[7] წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლა.[8] იხმარება შემწვარი, მოხარშული, დამარინადებული, დამარილებული და გამხმარი სახით. ფეხი უხეშია და როგორც წესი საჭმელად არ ხმარობენ.[9]
მანჭკვალა შეიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სისხლის უჯრედოვანი ელემენტების წარმოქმნაში, მაგალითისთვის, 100 გ. მანჭკვალას მიღება აკმაყოფილებს ორგანიზმისთვის საჭირო თუთიის და სპილენძის დღე-ღამის ნორმას.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ადამიანში მანჭკვალას დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლა.[10]
ევროპელ და ჩინელ მეცნიერთა ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ მანჭკვალას შემცველი პრეპარატები ეხმარება ორგანიზმს ისეთი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ როგორებიცაა ოქროსფერი სტაფილოკოკი, თივის ჩხირი და Bacillus Cereus.[11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.