From Wikipedia, the free encyclopedia
ველუმი (ლათ. velum), ან საბურველი — გარსი, რომელიც იცავს სოკოს ნაყოფსხეულს ადრეულ სტადიაზე. განასხვავებენ საერთო საბურველს,[1] რომელიც სრულად ფარავს ნაყოფსხეულს, და კერძო საბურველს[1] (ლათ. velum partiale), რომელიც ფარავს მხოლოდ სოკოს ქუდის ქვედა ზედაპირს ჰიმენალურ შრესთან ერთად.
სოკოს ზრდასთან ერთად საბურველი სკდება და მის ნაყოფსხეულზე რჩება რგოლის, ფეხზე ვოლვის, ხოლო ქუდზე ქერცლებისა და ნაფლეთების სახით. საბურველის ნარჩენების არსებობა და მათი მახასიათებლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოკოების იდენტიფიცირებისთვის.
განასხვავებენ სამი ტიპის საბურველს: აფსკისებრი (ტყავისებრი), აბლაბუდისებრი და ბოჭკოვანი (კორტინა) და ლორწოვანი. აფსკისებრი საბურველი ყველაზე ადვილი შესამჩნევია; აბლაბუდისებრი საბურველი, ბუსუსების სახით, როგორც წესი, ოდნავ რთულად შესამჩნევია; ლორწოვანი საბურველი, ხშირ შემთხვევაში, სოკოს ზრდასთან ერთად სრულად ქრება.
რგოლი (საყელო) არის კერძო საბურველის ნარჩენი — ფეხის შუა ან ზედა მხარეს. რგოლი შეიძლება იყოს ფეხზე მიმაგრებული ან მოძრავი ფეხის მიმართ. ზრდასრულ სოკოებში მოძრავი რგოლი ზოგჯერ მთლიანად ქრება. ახლო მონათესავე სახეობების განსხვავებისთვის, მნიშვნელოვანი მახასიათებელია რგოლის ზემოთა ზედაპირის ნიშნები — ის შეიძლება იყოს გლუვი ან ზოლიანი (დანაოჭებული). რაც შეეხება ვოლვას, იგი რჩება საერთო საბურველის გახევის შემდეგ, ახასიათებს აფსკისებრი საბურველი ფეხის ქვედა ნაწილში. გარდა ვოლვისა, სოკოს ქუდზე საერთო საბურველის ნაფლეთები აფსკის ან მეჭეჭების (ნაფიფქი) სახით რჩება. ხშირად, ისინი უფერული ან სუსტად შეფერილია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.