From Wikipedia, the free encyclopedia
მანუელ როხასი (ტაგალ. Manuel Acuña Roxas; დ. 1 იანვარი, 1892, კაპისი, ფილიპინები — გ. 15 აპრილი, 1948, კლარკის ავიაბაზა ანჯელისი, ფილიპინები) — ფილიპინელი პოლიტიკოსი, ფილიპინების პირველი პრეზიდენტი აშშ-ისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1946—1948 წწ.).
მანუელ როხასი | |
ფილიპინების პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 მაისი, 1946 – 15 აპრილი, 1948 | |
წინამორბედი | სერხიო ოსმენია |
მემკვიდრე | ელპიდიო კირინო |
ფილიპინების სენატის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ივლისი, 1945 – 25 მაისი, 1946 | |
პრეზიდენტი | სერხიო ოსმენია |
წინამორბედი | მანუელ კესონი |
მემკვიდრე | ხოსე აველინო |
ფილიპინების ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ნოემბერი, 1938 – 28 აგვისტო, 1941 | |
პრეზიდენტი | მანუელ კესონი |
წინამორბედი | ანტონიო დე ლას ალასი |
მემკვიდრე | სერაფინ მარაბუტი |
ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1922 – 1933 | |
წინამორბედი | კინტინ პარედესი |
მემკვიდრე | სერხიო ოსმენია |
დაბადებული | 1 იანვარი, 1892 კაპისი, ფილიპინები |
გარდაცვლილი | 15 აპრილი, 1948 ანჯელისი, ფილიპინები |
მამა | ხერარდო როხასი |
დედა | როზარიო აკუნია |
მეუღლე | ტრინიდად დე ლეონი |
შვილები | მარია როსარიო, ხერარდო როხასი |
განათლება | ფილიპინების უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
ხელმოწერა |
დაიბადა 1892 წელს. 1913 წელს დაამთავრა ფილიპინების უნივერსიტეტი იურისტის სპეციალობით. 1917 წელს მშობლიური ქალაქის კაპისის მუნიციპალიტეტში არჩევით დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა. 1919–1921 წლებში კაპისის პროვინციის გუბერნატორია. 1935–1938 წლებში ფილიპინების საკანონმდებლო კრების დეპუტატია, ხოლო 1938–1941 წლებში — ფინანსთა მინისტრი. იაპონური ოკუპაციის შემდეგ მხარი დაუჭირა პრო-იაპონურ პრეზიდენტ ხოსე ლაურელის, რის გამოც ომის შემდეგ დაადანაშაულეს კოლაბორაციონიზმში. დაგლას მაკარტურის მხარდაჭერის შემდეგ ბრალდება მოუხსნეს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროს მანუელ როხასი სენატის თავმჯდომარეა. 1946 წლის 28 მაისს აირჩიეს ფილიპინების თანამეგობრობის პრეზიდენტად. 1946 წლის 4 ივლისს, მას შემდეგ, რაც ფილიპინებმა დამოუკიდებლობა მიიღო ამერიკისაგან გახდა დამოუკიდებელი ფილიპინების პირველი პრეზიდენტი.
გარდაიცვალა 1948 წლის 15 აპრილის გულის შეტევით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.