მალაიური ფრთამატყლიანა
From Wikipedia, the free encyclopedia
მალაიური ფრთამატყლიანა[1] (ლათ. Galeopterus variegates) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფრთამატყლიანების რიგისა. გვარში ერთადერთი სახეობაა.[2] მისი სხეულის სიგრძეა 33–42 სმ, კუდისა — 17–22 სმ, კიდურებისა — 70–120 სმ. წონა — 1–1,7 კგ. ზურგი შეფერილი აქვს მოწითალო-ნაცრისფრად და აყრია თეთრი ლაქები, რაც კარგად ნიღბავს ხის ქერქის ფონზე. მუცლის საფარველი შედარებით ღიაა და არც ლაქები აქვს. თვალები დიდია, ყურები პატარა, თავი კი ძალიან ფართო. გავრცელებულია ტაილანდში, მალაკის ნახევარკუნძულზე და მალაის არქიპელაგის მრავალ კუნძულზე, მათ შორის სუმატრაზე, იავაზე და ბორნეოზე, აგრეთვე ბევრ პატარა კუნძულზე. უპირატესობას ანიჭებს ჯუნგლებში ცხოვრებას და ძირითადად მთიან რაიონებში გვხვდება, მაგრამ საცხოვრებლად ბანანისა და ქოქოსის პლანტაციებსაც იყენებს. ცხოვრობს ხეებზე, მიწაზე ნებაყოფლობით არასდროს ჩადის. მარტოსული ცხოველები არიან, იშვიათად შეინიშნება ერთ ხეზე მცხოვრები რამდენიმე ინდივიდი. ერთი ხიდან მეორეზე პლანირების საშუალებით გადადიან. ძირითადად ფრენენ 50–70 მ სიმაღლეზე, რეკორდული სიმაღლეა 136 მ. აქტიურია ღამით, დღეს თავის თავშესაფარშე ატარებს. მალაიური ფრთამატყლიანა ბალახისმჭამელი ცხოველია, იკვებება ყვავილებით, ფოთლებით, კვირტებითა და ნაყოფებით. მაკეობა 60 დღე-ღამემდე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს, რომელიც 35 გ-ს იწონის. გადაადგილების დროს დედა თავის ნაშიერს მუცლის ნაკეცში, ერთგვარ ჩანთაში სვავს.
მალაიური ფრთამატყლიანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Galeopterus variegatus (Audebert, 1799) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
Cynocephalus variegatus (Audebert, 1799) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 41502 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|