![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cd/Madain_Saleh_%25286730361263%2529.jpg/640px-Madain_Saleh_%25286730361263%2529.jpg&w=640&q=50)
მადაინ-სალიჰი
From Wikipedia, the free encyclopedia
მადაინ-სალიჰი (არაბ. صالحمدائن) ასევე ალ-ჰიჯირი ან ჰეგრა — ისლამის წინა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ალ-მადინას რეგიონში. თარიღდება ნაბატეის სამეფოს პერიოდით (ახ.წ. I საუკუნე).
სწრაფი ფაქტები მადაინ-სალიჰი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
მადაინ-სალიჰი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
სამარხი | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
კოორდინატები | 26°48′51″ ჩ. გ. 37°56′51″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
ნომერი | 1293 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ოაზისი პეტრასა და ჰიჯაზის დამაკავშირებელ მთავარ საქარავნო გზაზე მდებარეობდა. სწორედ აღნიშნული სამეფოს აშენებულია ქალაქი პეტრაც იორდანიაში. კომპლექსში აღმოჩენილია 131 კლდეში გამოკვეთილი, მონუმენტური, ორნამენტებით საგულდაგულოდ მორთული სამარხი[1] და წყალმომარაგების საშუალებები, რომლებიც ნაბატეის ქალაქ ჰეგრას მიეკუთვნებოდა. ასევე აღმოჩენილია კლდეებზე გაკეთებული 50 წარწერა, რომლებიც ნაბატეიმდელ პერიოდს მიეკუთვნება.
2008 წელს, იუნესკომ ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[2]