არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ლუის ოსკარ გონსალესი (დ. 19 იანვარი, 1981, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც — ლუჩო გონსალესი. ასპარეზობს ბრაზილიური „ატლეტიკო პარანაენსეს“ რიგებში. სხვადასხვა დროს იცავდა „ურაკანის“, „რივერ პლეიტის“, „პორტუს“, „ალ-რაიიანისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. უნივერსალური ნახევარმცველი, რომელიც თანაბრად კარგად თამაშობს სხვადასხვა პოზიციაზე, თუმცა მისი ძირითადადი ამპლუა ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციის შესრულებაა. გამოირჩევა მოედნის კარგი ხედვით, ძლიერი დარტყმებითა და ზუსტი გადაცემებით. კოპა ამერიკის 2004, 2007 წლების ვიცე-ჩემპიონი და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3][4][5][6][7][8][9][10]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლუის ოსკარ გონსალესი | ||
დაბადების თარიღი | 19 იანვარი, 1981 | ||
დაბადების ადგილი |
ბუენოს-აირესი არგენტინა | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ატლეტიკო | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995–1998 | ურაკანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2002 | ურაკანი | 110 | (11) |
2002–2005 | რივერ პლეიტი | 82 | (18) |
2005–2009 | პორტუ | 111 | (32) |
2009–2012 | მარსელი | 87 | (15) |
2012–2014 | პორტუ | 57 | (8) |
2014–2015 | ალ-რაიიანი | 26 | (8) |
2015–2016 | რივერ პლეიტი | 17 | (1) |
2016– | ატლეტიკო | 83 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
2003–2011 | არგენტინა | 45 | (6) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 10 სექტემბერი 2020 |
თემატური საიტები |
---|
AFS · AS.com · BBC Sport · BDFA · Clarín · Clarín Deportes · El Grafico · Eurosport · ESPN · FIFA · FootballDatabase.eu · ForaDeJogo · FOX Sports · France Football · IMDb · Kicker · La Gazzetta dello Sport · L'Equipe.fr · National Football Teams.com · Ole · playmakerstats.com · RSSSF · Soccerway · Sports-Reference.com · TheFinalBall.com · Transfermarkt · UEFA · WorldFootball.net |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.