ლუი XII
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი XII დე ვალუა (ფრანგ. Louis XII de Valois; დ. 27 ივნისი, 1462, ბლუა, საფრანგეთი — გ. 1 იანვარი, 1515, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1498-1515 წლებში. ვალუას დინასტიის ორლეანელთა შტოს წარმომადგენელი. შარლ V-ის შთამომავალი.
ლუი XII | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 27 მაისი 1498 |
მმართ. დასაწყისი: | 7 აპრილი 1498 |
მმართ. დასასრული: | 1 იანვარი 1515 |
წინამორბედი: | შარლ VIII ვალუა |
მემკვიდრე: | ფრანსუა I ვალუა |
მილანის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 6 სექტემბერი 1499 |
მმართ. დასასრული: | 16 ივნისი 1512 |
წინამორბედი: | ლუდოვიკო სფორცა |
მემკვიდრე: | მასიმილიანო სფორცა |
ნეაპოლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 2 აგვისტო 1501 |
მმართ. დასასრული: | 31 იანვარი 1504 |
წინამორბედი: | ფედერიკო ტრასტამარა |
მემკვიდრე: | ფერდინანდ III ტრასტამარა |
სხვა წოდებები: |
ორლეანის ჰერცოგი ვალუას ჰერცოგი ბლუას გრაფი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 ივნისი 1462 |
დაბ. ადგილი: | ბლუა, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 1 იანვარი 1515 (52 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ჟანა ფრანგი (ქ. 1476-განქ. 1498) ანა ბრეტონელი (ქ. 1498 - გარდ. 1514) მარია ინგლისელი (ქ. 1514) |
შვილები: |
კლაუდია, საფრანგეთის დედოფალი რენე, ფერარას ჰერცოგინია |
დინასტია: | ვალუა |
მამა: | შარლი, ორლეანის ჰერცოგი |
დედა: | მარია კლეველი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
შარლ VIII-ის მცირეწლოვნობის დროს იგი ფეოდალური ოპოზიციის რიგებში იყო. 1488 წელს მეფის ჯართან აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ 3 წელი ტყვეობაში გაატარა. ახალგაზრდა შარლ VIII მეფის მიერ განთავისუფლებული გაჰყვა მას პირველ იტალიურ ლაშქრობაში (1494-1495 წწ.) შარლ VIII-ის სიკვდილის შემდეგ გამეფდა. პაპის ნებართვით გაეყარა პირველ ცოლს, ლუი XI-ის ასულს ჟანას და შეირთო, შარლ VIII-ის ქვრივი ანა ბრეტონელი, რითაც განაგრძო საფრანგეთ-ბრეტანის პირადი უნია და შემოუმტკიცა ეს მხარე საფრანგეთს. მისმა რეფორმებმა სამეფოს ერთხანს სიმშვიდე და ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა. 1499 წელს განაახლა იტალიური ომები (1494-1559 წწ.).