ლორწოვანი მანჭკვალა
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ლორწოვანი მანჭკვალა (ლათ. Oudemansiella mucida) — უდემანსიელას გვარის სოკო ფიზალაკრიასებრთა ოჯახისა.
ლორწოვანი მანჭკვალა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Oudemansiella mucida (Schrad.) Höhn., 1910 | |||||||||||||||
|
როგორც წესი, საჭმელ სოკოდ ითვლება. თუმცა ზოგიერთი წყარო მას მცირედ შხამიან სოკოდ მიიჩნევს. ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში (იაპონია, კორეა, ტაივანი).[1] იზრდება ფოთლოვან ტყეებში, გამხმარ ხეებზე, ზაფხულ-შემოდგომით.
სოკო პირველად აღწერა 1794 წელს ავსტრიელმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ჰაინრიხ ადოლფ შრადერმა როგორც Agaricus mucidus.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
ზრდასრული სოკოების ქუდის დიამეტრი — 2—6 (10) სმ. ნორჩობაში ფართოკონუსური, შემდგომში ამოზნექილი. თავდაპირველად შეფერილია ზეთისხილისფერ-მონაცფრისფროდ, შემდეგ ცენტრში — მოთეთრო ან მოყვითალო-ყავისფერი. ნორჩობაში ზედაპირი თითქმის მშრალია, ასაკთან ერთად ძლიერ ლორწოვანი ხდება. გააჩნია საყელო.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, მეჩხერი, ფეხთან შეზრდილი ან სუსტად დაღმავალი, ხშირად გადახლართული, მოთეთრო, ძნელად შესამჩნევი მოყვითალო შეფერილობით.
რბილობი — თეთრი, განსაკუთრებული სუნის გარეშე. ახასიათებს მტკნარი გემო.
ფეხის სიგრძე — 2—8 სმ, სისქეში — 0,2—0,4, ცილინდრული, ძირში გურსისებრი შესქელებით, ხშირად მოხრილი, სქელი ლორწოვანი საყელოთი.
სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — 13-18×11-16 მკმ, თითქმის სფეროსებრი. ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, გურზისებრი, 60-80×13-20 მკმ.
როგორც წესი, ლორწოვანი მანჭკვალა საჭმელ სოკოდ ითვლება, თუმცა მეორე წყარო მას მცირედ შხამიანად მიიჩნევს. გამოყენებამდე აუცილებელია ლორწოვანი გარსის მოცილება.[3] ზოგიერთი წყარო მას კარგ საჭმელ სოკოდ თვლის, რომელიც სპეციფიკურ მომზადებას საჭიროებს.
გავრცელებულია ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ, იაპონია, კორეასა და, ტაივანში.[4]
საპროტროფია ან სუსტი პარაზიტი. იზრდება გამხმარ ფოთლოვან ხეებზე, უპირატესად წიფელზე ან იშვიათად დასუსტებულ ცოცხალ წიფელზე, ხშირად დიდ სიმაღლეზე.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.