From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბანი (არაბ. لبنان) ოფიციალური სახელწოდება ლიბანის რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية اللبنانية) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მას ესაზღვრება სირია, ხოლო სამხრეთით ისრაელი. მისმა მდებარეობამ ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და არაბულ სამყაროს შორის განაპირობა მისი მდიდარი ისტორია, კულტურული იდენტობა, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება. მისი მოსახლეობის დაახლოებით 40% ქრისტიანია (ძირითადად მარონიტი კათოლიკეები და მართლმადიდებლები).[1]
ლიბანის რესპუბლიკა الجمهورية,اللبنانية ლიბანი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: كلنا للوطن للعلى للعلم | ||||||
ჰიმნი: Kulluna lil-watan lil 'ula lil-'alam |
||||||
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ბეირუთი 33°54′ ჩ. გ. 35°32′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | მიშელ აუნი | ||||
- | პრ.-მინისტრი | ნაჯიბ მიკატი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 10 452 კმ2 (166-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.6 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2008 შეფასებით | 4 196 453 (125-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 358 კაცი/კმ2 (26-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $21.45 მილიარდი (103-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $6100 (90-ე) | ||||
აგი (2007) | 0.772 (საშუალო) (88-ე) | |||||
ვალუტა | ლიბანური ფუნტი (LBP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | LBN | |||||
Internet TLD | .lb | |||||
სატელეფონო კოდი | 961 |
ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლიბანი გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია. 1943 წელს ლიბანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საფრანგეთის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია 1946 წელს დატოვეს.
1975-1990 წლების სამოქალაქო ომამდე ლიბანი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, წარმოადგენდა არაბული სამყაროს ფინანსურ და საბანკო დედაქალაქს, რისთვისაც მას „ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიასაც“ კი უწოდებდნენ. ლიბანი პოპულარულია ასევე ტურისტებს შორისაც. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო ეკონომიკის რეკონსტრუქცია.
ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა ლიბანის რესპუბლიკა არაბულად لبنان (Al Jumhuriyah al Lubnaniyah). სახელი სავარაუდოდ მომდინარეობს არამეული laban-ისგან, რაც „თეთრ მთებს“ ნიშნავს.
ლიბანი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სირიასა და ისრაელს შორის. ფართობი - 10 400 კვ. კმ.
1943 წლამდე ლიბანი საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იყო. მოსახლეობის რთულმა ეთნო-რელიგიურმა შემადგენლობამ განაპირობა თავისებური პოლიტიკური სისტემის არსებობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მიიღეს ეროვნული ქარტია, რომლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ქრისტიანი მარონიტი, პრემიერ-მინისტრი - მუსლიმი სუნიტი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - მუსლიმი შიიტი. პაქტის მიხედვით, პარლამენტში მანდატების გადანაწილება ქრისტიანებისა და მუსლიმების 6/5-ზე პროპორციის შესაბამისად მოხდა. ეს შეთანხმება ეფუძნებოდა 1932 წლის პირველი აღწერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 60 %-ს. მას შემდეგ აღწერა აღარ ჩატარებულა, რელიგიური შემადგენლობა კი სავარაუდოა, რომ მუსულმანთა უპირატესობით შეიცვალა.
1975 წელს, ეროვნული ქარტიის გადასინჯვის მცდელობამ გამოიწვია დაპირისპირება რელიგიურ თემებს შორის და ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, რომელიც 1990 წლამდე გაგრძელდა. ამას ემატება პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკების პრობლემაც, რის გამოც ქვეყანას მუდმივი დაძაბულობა აქვს ისრაელთან. 1976 წელს ილიას სარკისმა სირიას კრიზისის გადასაჭრელად და მშვიდობის აღსადგემნად მის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა სთხოვა.[2] იმავე წლის ოქტომბერში არაბული ქვეყნების ლიგა ქვეყანაში ძირითადად სირიის ჯარით დაკომპლექტებული არაბთა შემაკავებელი ძალების განთავსებას დათანხმდა.[3]
1982 წელს ლიბანის მხრიდან მოხდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ძალების თავდასხმა ისრაელზე რის გამოც ისრაელის ჯარები შევიდნენ ლიბანის ტერიტორიაზე. ისრაელის ძალების მიერ ბეირუთზე ალყის შემორტყმის შემდეგ იქ განთავსდნენ საერთაშორისო ძალები (ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის და ბრიტანეთის მონაწილობით). ლიბანი საერთაშორისო ძალებმა 1984 წელს დატოვეს. 1990 წლის გაზაფხულზე ტაიფის ხელშეკრულების საფუძველზე |სირიამ გაიყვანა თავისი სამხედრო კონტინგენტი ლიბანიდან.
1985-2000 წლებში ისრაელის ჯარებს დაკავებული ჰქონდათ ე. წ. ბუფერულ ზონა ორ ქვეყანას შორის.
ტრადიციულად, ლიბანის პოლიტიკა რელიგიური წარმომადგენლობის პრინციპს ემყარება. ლიბანის კონსტიტუციით სხვადასხვა ორგანოებს ენიჭებათ მანდატი, რომ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს შორის იქნას გაყოფილი.
კონსტიტუციამ შემდეგი ცვლილება 1990 წელს განიცადა „ტაიფის შეთანხმების“ შედეგად. ჩამოყალიბდა კაბინეტი, რომელიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის თანაბრად იყოფოდა, მაგრამ მარონიტი პრეზიდენტის ძალაუფლებას ამცირებდა. „ტაიფის შეთანხმებამ“ საპარლამენტო მანდატები დაყო თანაბრად ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, პროპორციულად დენომინაციებს შორის და პროპორციულად ოლქებს შორის. პარლამენტის 128 მანდატი სხვადასხვა რელიგიასა და მის მიმდნარეობებს შორის გადანაწილდა.
ლიბანური საზოგადოება კულტურულად, რელიგიურად და ეთნიკურად მრავალფეროვანია, ასევე დიდია რეგიონული განსხვავებები და სოციალური უთანასწორობა. აღმსარებლობის მიხედვით ლიბანის მოსახლეობა ქრისტიანებისა და მუსლიმებისგან შედგება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა მიმდინარეობებითაა წარმოდგენილი. სულ 18 ოფიციალურად აღიარებული რელიგიური ჯგუფი არსებობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.