From Wikipedia, the free encyclopedia
ლიანა ელიავა (დ. 31 აგვისტო, 1939, ხობი – გ. 9 ოქტომბერი, 2023, ჰელსინკი[1]) — ქართველი კინორეჟისორი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
ლიანა ელიავა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 აგვისტო, 1939 ხობი |
გარდაცვალების თარიღი |
9 ოქტომბერი, 2023 (84 წლის) ჰელსინკი |
მოქალაქეობა |
საქართველო, სსრკ |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
დაიბადა 1939 წლის 31 აგვისტოს ხობში. ჯერ პატარა იყო, როცა მისი ოჯახი თბილისში გადავიდა. სწავლობდა თბილისის №29-ე საშუალო სკოლაში. ლექსებს წერდა და პიონერთა სასახლეში შემოქმედებით წრეზე დადიოდა. 1962 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1970 წელს — მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ რომის სახელოსნო). 1970 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმში“ დაიწყო მუშაობა დამდგმელ რეჟისორად. გადაღებული აქვს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: „ბზიანეთი“, „ეპისკოპოსი ნადირობაზე“, „მშვენიერი კოსტიუმი“, „სინემა“ და სხვა. ავტორია წიგნებისა: „სიზმრად ნანახი ფილმები“ (თბილისი, 2004), „კინო უეკრანოდ“ (თბილისი, 2011), „ჩემი სკანდინავია“ და სხვა.
1999 წლიდან ცხოვრობდა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში. გარდაიცვალა 2023 წლის 9 ოქტომბერს ფინეთში. დაკრძალულია თბილისში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.