ლესლი ბიბი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლესლი ლუიზა ბიბი (ინგლ. Leslie Louise Bibb; დ. 17 ნოემბერი, 1974) [2] — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ლესლიმ სამსახიობო კარიერა ტელევიზიასა და ფილმებში გვიან 1990-იან წლებში დაიწყო. პირველად გამოჩნდა ტელევიზიაში 1996 წელს, რამდენიმე მცირე როლი ითამაშა სხვადასხვა სერიალებში, ხოლო ფილმებში პირველად 1997 წელს გამოჩნდა, მინორული როლით, ფილმში ''პატარა ნაწილებ''-ში გამოვიდა. ამ პერიოდში ასევე ითამაშა სატელევიზიო შოუში, ''The Big Easy''. საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო მისმა როლმა, ბრუკ მაკკქუინმა The Wb-ს დრამატულ სერიალში, ''პოპულარული''. მან აღნიშნული როლისთვის მოიგო ''Teen Choice Award''-ი. იგი ასევე გამოჩნდა მარველის კინოსამყაროში, როგორც ქრისტინე ევერჰარტი ფილმებში რკინის კაცი და რკინის კაცი 2.
სწრაფი ფაქტები ლესლი ბიბი, დაბადების სახელი ...
ლესლი ბიბი | |
---|---|
ლესლი 2011 წელს, ტრიბეკას კინოფესტივალზე | |
დაბადების სახელი | ლესლი ლუიზ ბიბი |
დაბადების თარიღი |
17 ნოემბერი, 1974 (1974-11-17) (49 წლის) ბისმარკი, ჩრდილოეთ დაკოტა, აშშ[1] |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, ფოტომოდელი |
აქტიური | 1996-დღემდე |
მეუღლე(ები) | რობ ბორნი (2003-2004) |
პარტნიორ(ებ)ი | სემ როკველი (2007-დღემდე) |
დახურვა