From Wikipedia, the free encyclopedia
ლენტეხის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს, როგორც ქვემო სვანეთის რაიონი. 1953 წელს ეწოდა ლენტეხის რაიონი, 2006 წლიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ლენტეხის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ლენტეხი | ||||
კოორდინატები | 42°47′20″ ჩ. გ. 42°43′25″ ა. გ. | ||||
გამგებელი | ამირან ჯამბურიძე | ||||
ფართობი | 1344 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 4386 (2014) კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 3,26 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,91 % რუსები 0,05 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,02 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://lentekhi.gov.ge/ | ||||
| |||||
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მონაკვეთი, შემოფარგლულია სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებით. ტერიტორია — 1344 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 440 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი (ცანის საბადო), მარმარილო და კვარციტები, მინერალური წყალი.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 4386 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 3,26 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 55 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 54 სოფელი.
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 11 227 |
2002 | 8 992 |
2014 | 4 386 |
2021[3] | 4 000 |
პარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 16 | 13 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 2 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახალხო პარტია | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოქალაქეები | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტრატეგია აღმაშენებელი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავისუფალი საქართველო | 1 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამოუკიდებელი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 23 | 21 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მუაში. მუნიციპალიტეტში არის ტურბაზა, ალპიური ბანაკი „აილამა“.
მუნიციპალიტეტში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებია ჟახუნდერის წმინდა გიორგის ეკლესია (X საუკუნე), ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია (თარგზელ, IX-X სს), თეკალის ღვთაების ეკლესია (X-XI სს), დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი ლენტეხში, ლექსურის კოშკები, ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია, ფაყის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია, სკალდის მთავარ ანგელოზთა ეკლესია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.