![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/63/Latin_America_%2528orthographic_projection%2529.svg/langka-640px-Latin_America_%2528orthographic_projection%2529.svg.png&w=640&q=50)
ლათინური ამერიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლათინური ამერიკა (ესპ. América Latina, Latinoamérica; პორტ. América Latina; ფრანგ. Amérique latine; ინგლ. Latin America) — ამერიკის სუბრეგიონი, სადაც ძირითადი სალაპარაკო ენებია რომანული ენები, ძირითადად ესპანური და პორტუგალიური, ასევე ზოგან ფრანგული.[2][3] გადაჭიმულია აშშ-ის სამხრეთი საზღვრიდან ანტარქტიკამდე და მისი ფართობი დაახლოებით 21 069 500 კმ²-ია, დედამიწის მთლიანი ფართობის 3,9 % და ხმელეთის ფართობის 14,1 %. სამხრეთით ესაზღვრება სამხრეთის ოკეანე, აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით აშშ, დასავლეთით წყნარი ოკეანე. ლათინური ამერიკა იყოფა სამ რეგიონად — სამხრეთი ამერიკა, კარიბის ზღვის აუზი და შუა ამერიკა (მექსიკას, ცენტრალურ ამერიკასა და ვესტ-ინდოეთს ერთად, ხშირად შუა ამერიკას უწოდებენ). 2010 წლის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა 590 მილიონ ადამიანს შეადგენდა[4] და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 5,16 ტრილიონი აშშ დოლარი იყო.[5] 2011 წელს, ლათინური ამერიკის ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 4 % შეადგინა.[6]
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ლათინური ამერიკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ლათინური ამერიკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ლათინური ამერიკა | |
---|---|
![]() | |
ფართობი | 21 069 501 კმ² |
მოსახლეობა | 589 018 078 (2013) |
მოს. სიმჭიდროვე | 27 ად./კმ²-ზე |
მოს. შემადგენლობა | ლათინოამერიკელები |
ქვეყნები | 34 |
ენები | ესპანური, პორტუგალიური, კეჩუა, მაიას ენები, გუარანი, ფრანგული, აიმარა, ნაჰუატლი, იტალიური. |
სასაათო სარტყელი | UTC-02:00 – UTC-08:00 |
უდიდესი ქალაქები |
[1] 1. ![]() 2. ![]() 3. ![]() 4. ![]() 5. ![]() 6. ![]() 7. ![]() 8. ![]() 9. ![]() 10. ![]() |