ნაუატლი (აცტეკური, ნაუაცკი, ნაუა, ნაჰუატლი) — უტო-აცტეკურ ენათა ოჯახის ნაჰუას შტოს ერთ–ერთი ენა მექსიკასა და სალვადორში. ამ ენაზე საუბრობს 1,5 მლნ ადამიანი (1990 წლის მონაცემებით). აცტეკურ ენებს ხშირად უწოდებენ დიალექტებს, რაც არ არის სიმართლე. აცტეკური ენების სოციალური სტატუსი მაღალი არ არის, ბევრი მათგანი გადაშენების პირასაა, სხვები კი სკოლებში ისწავლება.
კლასიფიკაცია
- პოჩუტეკი (†) — მექსიკა, შტატი ოახაკა
- ჰოჩისტლაუაკური (†) — შტატ გერეროს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი
- თვითონ აცტეკური ენები
- სიერა-დე-პუებლეს ნაუატლი — 130 ათასზე მეტი, შტატ პუებლას ჩრდილო-აღმოსავლეთი, შტატ ვერაკრუსის დასავლეთი.
- აღმოსავლეთ ქვეჯგუფი
- პიპილი — პიპილების გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ენა სალვადორში (20 ადამიანი), ადრე გავრცელებული იყო ჰონდურასში, გვატემალასა და ნიკარაგუაში.
- დიალექტები აღმოსავლეთ მექსიკაში (32 ათასი), პიპილთან ახლოს მდგომები:
- ისტმო შტატ ვერაკრუსის სამხრეთი, ადრე გავრცელებული იყო ტაბასკოს შტატშიც.
- პინოტლი შტატ ჩიაპასში
- დასავლეთ-ცენტრალური ქვეჯგუფი
- კლასიკური აცტეკური (კლასიკური ნაუატლი) (†) — ისტორიული აცტეკებისა და მოზოამერიკის ფრანკების ლინგვის ენა XV- XVI საუკუნეებში.
- ცენტრალური ნაუატლი (540 ათასი ადამიანი, შტატი პუებლა, შტატ იდალგოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, გერეროს, მორელოსისა და კერეტაროს ცენტრი, მეხიკოს აღმოსავლეთი, ოახაკას ჩრდილოეთი, ვერაკრუსის დასავლეთი.
- დასავლეთ ნაუატლი (8 ათასი, შტატი დურანგო, მიჩოაკანი, მეხიკოს შტატის დასავლეთი, ძველად ასევე გავრცელებული იყო შემდეგ შტატებში: ნაიარიტი, ხალისკო, კოლიმი და სინალოა
- უასტეკური ნაუატლი (810 ათასი, შტატ სან-ლუის-პოტოსის დასავლეთით ლა-უასტეკას რეგიონსა და იდალგოს, ვერაკრუსისა და კერეტაროს ჩრდილოეთით.
- გარდამავალი ვარიანტები ცენტრალურ რაიონში:
- აცტეკური სანტა-მარია-დე-ლა-ალტები — შტატ პუებლას სამხრეთი
- კოატეპენური — გერეროს შტატის ჩრდილოეთი
- ტოტოლტეპენური (†) — მეხიკოს შტატის დასავლეთი
ლექსიკურ-სატატისტიკური მონაცემებით აცტეკური ენების გაყოფა თარიღდება V საუკუნით. აცტეკური ენების უტო-აცტეკურ ენებთან ნათესაობის ვარაუდი ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასასრულს გამოითქმოდა და დამტკიცდა ედუარდ საპირის მიერ. აცტეკურ ენებს იკვლევდნენ XVI საუკუნის შუა წლებში, როდესაც გაჩნდა პირველი გრამატიკები და ლექსიკონები. უმრავლესობა დაწვრილებით არის დოკუმენტირებული, ზოგიერთი ჯერ კიდევ კოლონიალურ ეპოქაში (XVI- XVII სს.).
ისტორია
კოლუმბამდელი პერიოდი
XX საუკუნეში ლინგვისტებმა დაადგინეს, რომ უტო-აცტეკური ენების ოჯახი შეიქმნა აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთში. არქეოლოგიისა და ეთნოისტორიის მონაცემები მხარს უჭერენ თეზისს სამხრეთში დიფუზიის შესახებ, კერძოდ, იდეას იმის შესახებ, რომ ადრეული ნაუანური ენების მატარებლებმა მიგრაცია განიცადეს მექსიკის ჩრდილოეთის უდაბნოებიდან ცენტრალურ მექსიკაში. მაგრამ ბოლო დროს ამ ტრადიციულ აზრს ეწინააღმდეგება ჯეინ ჰილი, რომელიც ვარაუდობს, რომ უტო-აცტეკური ენების ოჯახი ცენტრალურ მექსიკაში შეიქმნა და ადრეულ ეპოქაში ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელდა.
პროტო-ნაუანური ენების მატარებლების სავარაუდო მიგრაცია ცენტრალურ ამერიკაში თარიღდება ახ. წ. 500 წლით, მესოამერიკული ქრონოლოგიის ადრეული კლასიკური პერიოდის მიწურულს. როგორც ჩანს, ცენტრალურ პლატომდე მისვლამდე, ნაუანურმა ჯგუფებმა გარკვეული დრო გაატარეს კორაჩოლანურ ენებთან მექსიკის ჩრდილო-დასავლეთით (რომლებიც ასევე შედიან უტო-აცტეკურ ოჯახში).
სესხება ევროპულ ენებში
აცტეკური ენებიდან მომდინარეობს ისეთი ევროპული სიტყვები, როგორიცაა: ავოკადო, კაკაო, ჩილი, კოიოტი, ოცელოტი, კეტცალი, ტომატი, შოკოლადი და სხვა
ლიტერატურა
- Canger U. (1988) Nаhuatl dialectology; a survey and some suggestions // Int. J. of Am. Linguistics 54(1): 28—72.
- Carochi H. (1645) Arte de la lengua mexicana. México, 1892.
- Karttunen F. (1983) An analytical dictionary of Náhuatl. Austin (Texas)
- Sapir E. (1913, 1915) Southern Paiute and Nahuatl: a study in Uto-Aztecan. // Journal de la Société des Américanistes de Paris 10: 379—-425, Am. Anthr. 17 (1—2): 98-120, 306—328.
რესურსები ინტერნეტში
- Ethnologue reports on Náhuatl
- Náhuatl Learning Resource List, by Ricardo J. Salvador დაარქივებული 2006-09-01 საიტზე Wayback Machine.
- Brief Notes on Classical Náhuatl, by David K. Jordan დაარქივებული 2007-02-05 საიტზე Wayback Machine.
- Nahuatl (Aztec) family, SIL-Mexico, with subsites on some specific variants დაარქივებული 2007-03-17 საიტზე Wayback Machine.
- Náhuatl Summer Language Institute, Yale University დაარქივებული 2004-08-30 საიტზე Wayback Machine.
- English → Náhuatl დაარქივებული 2006-08-25 საიტზე Wayback Machine. , Nahuatl → English დაარქივებული 2006-04-28 საიტზე Wayback Machine. (Florentine Codex Vocabulary 1997, by R. Joe Campbell)
- Náhuatl → English (Basic Dictionary, by Acoyauh)
- Spanish → Náhuatl დაარქივებული 2006-02-13 საიტზე Wayback Machine. , Náhuatl → Spanish დაარქივებული 2006-02-17 საიტზე Wayback Machine. (Ohui.net)
- Náhuatl-French dictionary დაარქივებული 2005-04-17 საიტზე Wayback Machine. Includes basic grammar
- Basic Náhuatl Phrases დაარქივებული 2014-10-23 საიტზე Wayback Machine.
- Náhuatl Names დაარქივებული 2007-02-12 საიტზე Wayback Machine. An introduction to Náhuatl names.
- Books at Project Gutenberg in Nahuatl
- ნაუატლ-რუსულ-ინგლისური ლექსიკონი
- ნაუატლი. გრამატიკა(რუსული)
- აცტეკური ენა დაარქივებული 2012-01-29 საიტზე Wayback Machine. . ზოგიერთი ლინგვისტური ცნობა
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.