![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/df/Lima2017_A.jpg/640px-Lima2017_A.jpg&w=640&q=50)
ლიმა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიმა (ესპ. Lima) — პერუს დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარეების — ჩილონის, რიმაკის და ლურინის ველებზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, წყნარი ოკეანის უდაბნოს ტიპის სანაპიროზე. საზღვაო ნავსადგურ კალიაოსთან ერთად ქმნის ლიმის მეტროპოლიას. დაახლოებით 9 მილიონი მცხოვრებით, ლიმა ლათინური ამერიკის მეხუთე უდიდესი ქალაქია მეხიკოს, სან-პაულუს, ბუენოს-აირესისა და რიო-დე-ჟანეიროს შემდეგ. ქალაქში განლაგებულია ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო კვანძები. გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის (GaWC) მიერ იგი განისაზღვრება როგორც ბეტა რანგის ქალაქი.
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ლიმა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ლიმა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლიმა Lima | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
რეგიონი | ლიმალიმა (რეგიონი)| ლიმა | ||||
შიდა დაყოფა | 43 რაიონი | ||||
კოორდინატები | 12°02′00″ ს. გ. 77°01′00″ დ. გ. | ||||
ქალაქის მაიორი | სუსანა ვილიარანი | ||||
დაარსდა | 1535 | ||||
პირველი ხსენება | 1535 | ||||
ფართობი | 2 672.3 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 - 1 548 მ | ||||
მოსახლეობა | 7 605 742 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 3 008,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 51 1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 51 | ||||
ოფიციალური საიტი | munlima.gob.pe | ||||
ქალაქი 1535 წლის 18 იანვარს ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო პისარომ დააარსა და სიუდად-დე-ლოს-რეიესი ანუ „მეფეთა ქალაქი“ უწოდა. იგი გახდა ესპანური პერუს ვიცე-სამეფოს დედაქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. პერუს დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, ლიმა პერუს რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. დღეისათვის, პერუს მოსახლეობის დაახლოებით 1/3 ლიმის მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს.
ლიმაში მდებარეობს ახალი სამყაროს უძველესი უმაღლესი სასწავლებელი, სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც ესპანეთის კოლონიური რეჟიმის პერიოდში, 1551 წლის 12 მაისს დაარსდა და უძველესი, დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებადი უნივერსიტეტია ამერიკის კონტინენტზე.