From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსისკო პისარო გონსალესი (ესპ. Francisco Pizarro y González; დ. დაახლ. 1475 — გ. 1541) — ესპანელი ავანტიურისტი, კონკისტადორი, ინკების იმპერიის დამპყრობელი და ქალაქ ლიმას დამაარსებელი.
ფრანსისკო პისარო | |
---|---|
ფრანსისკო პისარო | |
მშობლიური სახელი | ესპ. Francisco Pizarro y González |
დაბადების თარიღი | 1475 წელი |
გარდაცვალების თარიღი | 1541 წელი |
პროფესია | კონკისტადორი, ავანტიურისტი |
პისარო დაიბადა ქალაქ ტრუხილიოში (ესტრემადურა). დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ტრადიციულად მას 16 მარტს აღნიშნავენ. ცნობები მის ადრეულ ბიოგრაფიაზეც არ მოიპოვება. პისარომ წერა-კითხვა არ იცოდა, შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი განათლებით არავინ დაკავებულა.
1502 წელს ახალი მსოფლიოს ზღაპრული სიმდიდრის ამბებით მოხიბლული პისარო სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა.
1531 წელს ის უკვე მესამე ექსპედიცაიში მიდის ინკების იმპერიის დასაპყრობად. 1535 წელს მან ინკების დედაქალაქი კუსკო დაიპყრო და ქალაქი ლიმა დააარსა.
1538 წელს პისაროსა და მის თანამებრძოლ ალმაგროს შორის უთანხმოება გაჩნდა ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით. პისარომ სალინასთან ბრძოლაში ალმაგრო დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა იგი. თუმცა მოკლული ალმაგროს შვილმა მის თანამოაზრეებთან ერთად პისაროს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო და 1541 წლის 26 ივნისს მოკლა იგი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.