![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0c/Laacher_See_-_Luftaufnahme.jpg/640px-Laacher_See_-_Luftaufnahme.jpg&w=640&q=50)
ლაახერ-ზეე
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაახერ-ზეე (გერმ. Laacher See) — ვულკანური წარმოშობის გაუმდინარე ტბა გერმანიაში, რაინლანდ-პფალცის მიწაზე, არვაილის რაიონში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/Map_Laacher_See.jpg/640px-Map_Laacher_See.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3c/Mayen_Koblenz.jpg/640px-Mayen_Koblenz.jpg)
ლაახერ-ზეე | |
---|---|
გერმ. Laacher See | |
![]() | |
კოორდინატები: 50°24′37″ ჩ. გ. 07°16′11″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | რაინლანდ-პფალცი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 275,3 მ |
სიგრძე | 1,964 კმ |
სიგანე | 1,186 კმ |
ფართობი | 3,31 კმ² |
მოცულობა | 0,1029 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 8,47 კმ |
საშუალო სიღრმე | 31 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 51 მ |
აუზის ფართობი | 12,2 კმ² |
![]() |
ტბა მდებარეობს ვულკანურ კალდერაში, რომლის დიამეტრია 2 კმ, 24 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ კობლენციდან და 37 კმ-ით სამხრეთით ქალაქ ბონიდან, მდინარე რაინზე მდებარე ქალაქ ანდერნახიდან 8 კმ-ში. ვულკანი (მაარი) ლახი მდებარეობს აიფელის დაბალ ქედზე.
ლაახერ-ზეეს ტბა ჩამოყალიბდა დაახლოებით ჩვ.წღ.-დე 10 930 წლის წინ ლახის სუპერვულკანის პლინიუსის ტიპის ამოფრქვევის შემდეგ, რომლის ვულკანური ექსპლოზიურობის ინდექსი ტოლი იყო VEI 6, რაც დაახლოებით შეესაბამება 1991 წელს ფილიპინების ვულკან პინატუბოს ამოფრქვევას[1]. რადიონახშირბადული მეთოდით დადგენილია, რომ ლახის ვულკანის ამოფრქვევა მოხდა 13 006 ± 9 კალენდარული წლის უკან[2]. 2023 წლის ახალი კვლევა ამბობს იმაზე, რომ მკვლევარები შეცდნენ 130 წლით, და სინამდვილეში ის მოხდა 12 880 წლის წინ[3].
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c4/Laacher_See%2C_Mofetten.jpg/640px-Laacher_See%2C_Mofetten.jpg)
ეს ამოფრქვევა განიხილება, როგორც გვიანი დრიასის კლიმატური ანომალიის შესაძლო მიზეზი[4]. ახლომდებარე ტერიტორიები მოხვდნენ 50 მეტრიანი ვულკანური ფერფლის და პემზის ფენის ქვეშ, უფრო წვრილი ნაწილაკები ძირითადად გაიფანტნენ სამხრეთისაკენ თანამედროვე ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიამდე და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ თანამედროვე რუსეთისა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის ტერიტორიებამდე. შესაძლებელია ვულკან ლახის ამოფრქვევა გახდა თანამედროვე დანიის ტერიტორიაზე ბრომეს კულტურის აღმოცენების მიზეზი[5].
ლაახერ-ზეეს ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 275,3 მეტრ სიმაღლეზე[6] (სხვა მონაცემებით — 274,8 მ) და აქვს ფართობი 3,31 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 53 მეტრი[7], სხვა მონაცემებით — 51 მ[6]. წყლის მოცულობა — 0,1029 კმ³[6]. სანაპირო ზოლის სიგრძე — 8,47 კმ[6].
ლაახერ-ზეეს ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე იმყოფება ლაახის სააბატო. 1979 წლის დენდროქრონოლოგიური ანალიზის რეზულტატებმა აჩვენა, რომ 1164 წელს, აბატ ფულბერტის მსახურების დროს, წამოვიდა ძლიერი წვიმა, და ეს უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ აბატმა ფულბერტმა მიიღო ზომები აეშენებინა 880 მეტრიანი სიგრძის გვირაბი, რომელიც საშუალებას იძლეოდა გაუმდინარე ლაახერ-ზეეს ტბიდან წყლის მოსაცილებლად[8].
2007 წელს კრატერული ტბიდან ხდებოდა ნახშირორჟანგის აირის გამოყოფა[9].
1867 და 1872 წლებში ლაახერ-ზეეს ტბაში შეუშვეს განაყოფიერებული სიგის ხიზილალა პომერანიის ტბიდან მედვე (დღეისათვის მედვიე) და ბოდენის ტბიდან, დღეისათვის ტბაში დაცურავს სიგის რამდენიმე სახეობა[7].
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4f/Panorama_Laacher_See_2010.jpg/640px-Panorama_Laacher_See_2010.jpg)