![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3e/Constantin_Stanislavski.jpg/640px-Constantin_Stanislavski.jpg&w=640&q=50)
კონსტანტინე სტანისლავსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინე სერგეის ძე სტანისლავსკი (რუს. Константи́н Серге́евич Станисла́вский; ნამდვილი გვარი - ალექსეევი; დ. 5 [ 17 ] იანვარი, 1863, მოსკოვი — გ. 7 აგვისტო, 1938, იქვე) — რუსი და საბჭოთა თეატრის რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი, თეორეტიკოსი, თეატრის რეფორმატორი. სსრკ პირველი სახალხო არტისტი (1936), ლენინის ორდენის კავალერი (1937). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1925). ცნობილი სამსახიობო სისტემის შემქმნელი, რომელიც ასი წლის განმავლობაში უკიდურესად პოპულარულია რუსეთში და მსოფლიოში.
სწრაფი ფაქტები კონსტანტინე სტანისლავსკი, დაბადების სახელი ...
კონსტანტინე სტანისლავსკი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | კონსტანტინე ალექსეევი |
დაბადების თარიღი |
5 (17) იანვარი, 1863 მოსკოვი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
7 აგვისტო, 1938 (74 წლის) მოსკოვი, სსრკ |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები |
![]() ![]() სსრკ სახალხო არტისტი (1936) |
დახურვა
1888 წელს იგი გახდა მოსკოვის ხელოვნებისა და ლიტერატურის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. 1898 წელს ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად დააარსა მოსკოვის სამხატვრო თეატრი.