პედაგოგიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
პედაგოგიკა — მეცნიერება ადამიანის აღზრდისა და განათლების შესახებ. ამ ტერმინში თავდაპირველად მხოლოდ ბავშვთა აღზრდა იგულისხმებოდა. იგი შეისწავლის აღზრდის არსს, მიზნებს, ამოცანებს და კანონზომიერებებს, მის როლს საზოგადოების ცხოვრებასა და ადამიანის განვითარებაში, განათლებისა და სწავლების პროცესს.
თანამედროვე პედაგოგიკაში განათლების პრობლემები წყდება ადამიანის ფილოსოფიური კონცეფციების, სოციალურ-ფსიქოლოგიური და ფსიქო-ფიზიოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე.