კლოტილდა ბურგუნდიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კლოტილდა ბურგუნდიელი (ფრანგ. Clotilde de Burgondie), აგრეთვე ცნობილია როგორც წმინდა კლოტილდა (ფრანგ. Sainte Clotilde; დ. 474, ლიონი, ბურგუნდიის სამეფო — გ. 545, ტური, ფრანკთა სახელმწიფო) — ბურგუნდიელი პრინცესა. ფრანკთა სახელმწიფოს დედოფალი 493-511 წლებში როგორც ხლოდვიგ I-ის მეუღლე. ორლეანის მეფე ხლოდომერის, პარიზის მეფე ხილდებერტისა და სუასონის მეფე ხლოტარის დედა.
სწრაფი ფაქტები კლოტილდა ბურგუნდიელი, ფრანკთა დედოფალი ...
კლოტილდა ბურგუნდიელი | |
---|---|
ფრანკთა დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 493 |
მმართ. დასასრული: | 27 ნოემბერი, 511 |
წინამორბედი: | ბაზინა თიურინგიელი |
მემკვიდრე: | სუავეგოთა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 474 |
დაბ. ადგილი: | ლიონი, ბურგუნდიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 545, (დაახლ. 71 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტური, ფრანკთა სახელმწიფო |
მეუღლე: | ხლოდვიგ I, ფრანკთა მეფე |
შვილები: |
ინგონერი ხლოდომერი, ორლეანის მეფე ხილდებერტი, პარიზის მეფე ხლოტარი, სუასონის მეფე კლოტილდა, ვესტგუთების დედოფალი |
მამა: | ხილპერიკ II, ბურგუნდიის მეფე |
დედა: | კარეტენა |
რელიგია: | ქრისტიანობა |
დახურვა
მან დიდი როლი ითამაშა 496 წელს ფრანკების გაქრისტიანების საქმეში, რის გამოც კლოტილდა წმინდანადაა შერაცხული სრულიად ქრისტიანული სამყაროს მიერ. იგი ითვლება პატარძლების, ნაშვილები ბავშვების, მშობლების, ქვრივების, დევნილებისა და კოჭლი ადამიანების მფარველ წმინდანად.