ხილდებერტ I
From Wikipedia, the free encyclopedia
ხილდებერტ I (ლათ. Childebertus; დ. 497 — გ. 23 დეკემბერი, 558, პარიზი) — ფრანკების მეფე 511–558 წლებში. 511 წლიდან პარიზის მეფე, 524 წლიდან ორლეანის მეფე. ხლოდვიგ I-სა და კლოტილდა ბურგუნდიელის ვაჟი. სახელი ხილდებერტი ფრანკების ენაზე ითარგმნება, როგორც „ბრძოლაში ბრწყინვალე“.
სწრაფი ფაქტები ფრანკების მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
ხილდებერტ I | |
---|---|
ფრანკების მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 27 ნოემბერი, 511 |
მმართ. დასასრული: | 23 დეკემბერი, 558 |
წინამორბედი: | ხლოდვიგ I |
მემკვიდრე: | ხლოტარ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 497 |
გარდ. თარიღი: | 23 დეკემბერი, 511 |
გარდ. ადგილი: | პარიზი, ფრანკთა იმპერია |
მეუღლე: | ბულტროგოტა |
შვილები: | ხროდობერტა, ხროდესინდა |
დინასტია: | მეროვინგები |
მამა: | ხლოდვიგ I |
დედა: | კლოტილდა ბურგუნდიელი |
დახურვა
511 წელს, მამის სამფლობელოების გაყოფის შემდეგ სამართავად მიიღო პარიზის სამეფო, კონკრეტულად მდინარეებს სონას, ლუარასა და ზღვას შორის მდებარე მიწები, ანუ გალიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ქალაქებით: ამიენი, პარიზი, რუანი, ლიზიე, ბაიე, ავრანში, რენი და ლე-მანი. ხილდებერტის სამეფოს დედაქალაქი იყო პარიზი.