უნივერსიტეტი უკრაინაში From Wikipedia, the free encyclopedia
კიევის უნივერსიტეტი ან შევჩენკოს უნივერსიტეტი (ოფიციალურად კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი; უკრ. Київський національний університет імені Тараса Шевченка) ― მდებარეობს უკრაინის დედაქალაქში, კიევში. უკრაინის მასშტაბით უდიდესი ეროვნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც უკრაინის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. კიევის ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიოს 650 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.[6] კეუ უკრაინაში მესამე უძველესი უნივერსიტეტია ლვივის უნივერსიტეტისა და ხარკივის უნივერსიტეტის შემდეგ. 2022 წლისთვის უნივერსიტეტი 15 დაწესებულებას (აკადემიურ განყოფილებას) და ხუთ ინსტიტუტს მოიცავს.
Київський національний університет імені Тараса Шевченка | |
---|---|
დევიზი | Utilitas honor et gloria, Utility Honor and Glory, Користь, честь і слава და სარგებელი, პატივი და დიდება |
დაფუძნდა | 1834 |
ატარებს სახელს | ტარას შევჩენკო |
დამფუძნებელი (-ები) | ნიკოლოზ I |
ტიპი | საჯარო უნივერსიტეტი, კვლევითი უნივერსიტეტი, თავისუფალი გამომცემელი[1] და არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
რექტორი | ვოლოდიმირ ბუჰროვი |
სტუდენტი | 25 000 |
მდებარეობა | კიევი |
ქვეყანა | უკრაინა[1] |
კავშირები | უნივერსიტეტების დიდი ქარტია, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] , Enterprise Europe Network, ORCID[3] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[4] და უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია[5] |
აფილაცია | უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია |
https://knu.ua/ |
უნივერსიტეტი 1834 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დააარსა,[7] როგორც კიევის ვლადიმირ I დიდის საიმპერიო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კეუ კავშირის სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის იყო, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: ნიკოლაი ბუნგე, მიხაილ დრაგომანოვი, მიხეილ გრუშევსკი, ნიკოლაი ბერდიაევი, მიხაილ ბულგაკოვი, ივან შმალჰაუზენი, ფეოდოსი დობრაჟანსკი, ვიაჩესლავ ჩორნოვილი, ლეონიდ კრავჩუკი და სხვ.
2014-2017 წლებში Quacquarelli Symonds-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში 650 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის იყო დასახელებული.[8] 2009 წელს ჟურნალმა Delovoy ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტი უკრაინის საუკეთესო უნივერსიტეტად დაასახელა აკადემიური მიმართულებების სიძლიერის მიხედვით.[9] Compas-ის მიერ ჩატარებულ რეიტინგში უკრაინის 228 უნივერსიტეტს შორის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტმა პირველი ადგილი დაიკავა უკრაინის შრომით ბაზარზე კურსდამთავრებულთა შესაბამისობის მაჩვენებლით.[10] Scopus-ის მიხედვით (2009), ყველა უკრაინულ უნივერსიტეტზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობით.[11] Webometrics-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში კეუ 8 000 უნივერსიტეტს შორის 1 110-ე ადგილზეა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის 63-ე ადგილზეა,[12] ხოლო უკრაინის მასშტაბით, წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება.[13]
კიევის ეროვნული უნივერსიტეტი 400-მდე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და 40-მდე ქვეყნის უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამები აქვს.[14] ქვემოთ მოცემულია პარტნიორი უნივერსიტეტების არასრული სია:
ქვეყანა | უნივერსიტეტი | ქვეყანა | უნივერსიტეტი |
---|---|---|---|
სომხეთი | ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი | საბერძნეთი | ათენის უნივერსიტეტი
თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი |
აზერბაიჯანი | ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი | იტალია | ფლორენციის უნივერსიტეტი
მაჩერატის უნივერსიტეტი |
ბელარუსი | ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი | იაპონია | რიუკოკუს უნივერსიტეტი
აოიამის უნივერსიტეტი |
ბელგია | ლიეჟის უნივერსიტეტი | კორეა | Wonkwang University |
კანადა | მანიტობის უნივერსიტეტი | პოლონეთი | ვარშვის უნივერსიტეტი |
ჩინეთი | პეკინის უნივერსიტეტი
უხანის უნივერსიტეტი |
რუსეთი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჩეხეთი | კარლის უნივერსიტეტი
მასარიკის უნივერსიტეტი |
ესპანეთი | ვალენსიის უნივერსიტეტი |
საფრანგეთი | პანთეონ-ასასის უნივერსიტეტი | გაერთიანებული სამეფო | ლიდსის უნივერსიტეტი |
გერმანია | მიუნხენის უნივერსიტეტი | აშშ | რატგერსის უნივერსიტეტი
პიტსბურგის უნივერსიტეტი |
უნივერსიტეტი 14 ფაკულტეტსა და 6 ინსტიტუტს მოიცავს:
სახელმწიფო/მთავრობა | სახელი | თანამდებობა |
---|---|---|
უკრაინა | ლეონიდ კრავჩუკი | დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი (1991–1994) |
უკრაინა | პეტრო პოროშენკო | უკრაინის პრეზიდენტი (2014–2019) |
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა | მიხეილ გრუშევსკი | უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური რადის პრეზიდენტი (1917–1918) |
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა | ვოლოდიმირ ვინიჩენკო | უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი (1917–1918) და უკრაინის დირექტორთა საბჭოს პირველი თავმჯდომარე (1918–1919) |
საქართველო | მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი (2004–2008 და 2008–2013), ვარდების რევოლუციიის ლიდერი |
ლიეტუვა | ანტანას მერკისი | ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი (1939-1940) |
ისრაელი | იცხაკ ბენ-ცვი | ისრაელის მეორე პრეზიდენტი (1952–1963) |
ბელორუსიის სსრ | იან გამარნიკი | ბელარუსიის კომუნისტური პარტიის პირველი მდივარნი (1928–1929) |
უკრაინის სსრ | ვალენტინა შევჩენკო | უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი პრეზიდიუმის თავმჯდომარე(1985–1990) |
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია | გენადი უდოვენკო | გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი (1997–1998) |
კენია | ამმინა მოჰამედი | გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მდივანი, კენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანი (2013–2018) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.