![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c5/Quezon_Provincial_Capitol_Building.jpg/640px-Quezon_Provincial_Capitol_Building.jpg&w=640&q=50)
კესონის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
კესონის პროვინცია — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს კალაბარსონის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია ლუსენა. პროვინციას სახელი ეწოდა ფილიპინების მეორე პრეზიდენტის, მანუელ კესონის პატივსაცემად. პროვინციულ დედაქალაქში პროვინციული მთავრობის რეზიდენციაა განთავსებული. ლუსენა კესონის პროვინციის მასშტაბით ყველაზე მეტი მოსახლეობა ჰყავს, თუმცა პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება და მაღალურბანიზებული ქალაქის სტატუსი აქვს. კესონის პროვინციის შემადგენლობაშია იმავე სახელწოდების მქონე ქალაქიც.
კესონი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან აურორის პროვინცია ესაზღვრება, დასავლეთიდან — ბულაკანი, რისალი, ლაგუნა და ბატანგასი, ხოლო სამხრეთიდან — ჩრდილოეთი კამარინესი და სამხრეთი კამარინესი. კესონის პროვინციის ნაწილი მოიცავს ყელს, რომლითაც ბიკოლის ნახევარკუნძულისგან გამოიყოფა. პროვინციის შემადგენლობაში შედის ფილიპინის ზღვაში მდებარე პოლილოს კუნძულებიც.
პროვინციის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია ბანაჰავის მთა. ადგილობრივი ანიმისტების მთა წმინდა ადგილია. წინაკოლონიურ ხანაში, სანამ ესპანელები ამ ადგილებში დადგამდნენ ფეხს, ბანაჰავის მთა ტაგალებს შორისაც წმინდა ადგილად მიიჩნეოდა. ვნების კვირაში მთას უამარავი პილიგრიმი სტუმრობს.