From Wikipedia, the free encyclopedia
აურორას პროვინცია (ტაგალ. Lalawigan ng Aurora; ილოკ: Probinsia ti Aurora) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ფილიპინის ზღვის მახლობლად, ცენტრალური ლუსონის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ბალერი. სამხრეთიდან საათის ისრის მიმართულებით პროვინციას ესაზღვრება კესონი, ბულაკანი, ნუევა-ესიხა, ნუევა-ვისკაია, კირინო და ისაბელა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
აურორას პროვინცია | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
ადმ. ცენტრი | ბალერი (აურორა)[1] | ||
შიდა დაყოფა | ბალერი (აურორა)[1] , კასიგურანი (აურორა)[1] , დილასაგი, დინალუნგანი, დინგალანი, დიპაკულაო[1] , მარია-აურორა (აურორა)[1] და სან-ლუისი (აურორა) | ||
კოორდინატები | 15°53′00″ ჩ. გ. 121°33′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Gerardo A. Noveras | ||
დაარსდა | 13 აგვისტო, 1979 | ||
ფართობი | 3147.32 კმ² | ||
მოსახლეობა | 235 750 (1 მაისი, 2020)[2] | ||
სასაათო სარტყელი | ფილიპინების სტანდარტული დრო | ||
სატელეფონო კოდი | 42 | ||
საფოსტო ინდექსი | 3200–3207 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.aurora.gov.ph | ||
| |||
1979 წლამდე აურორა კესონის პროვინციის ნაწილი იყო. პროვინციას სახელი პრეზიდენტ მანუელ კესონის ცოლის, აურორა არაგონის პატივსაცემად ეწოდა.
1572 წელს ესპანელი მკვლევარი ხუან დე სალსედო პირველი ეევროპელი გახდა, რომელმა ლუსონის ჩრდილოეთ სანაპიროს გამოკვლევისას აურორას მიწაზე ფეხი დადგა. სალსედო მაშინვე ეწვია კასიგურანს, ბალერსა და ინფანტას.
ესპანური კოლონიური ხანის ადრეულ წლებში აურორა ეკლესიურად ინფანტასთან იყო დაკავშირებული, რომელიც დღეისთვის უფრო სამხრეთით, ჩრდილოეთ კესონის შემადგენლობაშია. პროვინციაში პირველი მისიონერები ფრანცისკანელთა ორდენმა გაგზავნა. 1609 წელს ორდენმა მისიები კასიგურანსა და ბალერში გაგზავნა. პერსონალის ნაკლებობის გამო 1658 წელს რეგიონი ავგუსტინელთა იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა და ფრანცისკანელებს მხოლოდ 1703 წელს დაუბრუნდა. 1719 წელს მისიონერები გაგზავნეს დიპაკულაოში, ხოლო 1753 წელს კასიგურანში.
აურორის პროვინციის ადრუელი ისტორია კესონის პროვინციასთან და ნუევა-ეკიხასთანაა დაკავშირებული. აურორა ნუევა-ეკიხას შემადგენლობაში ყოფნისას იმართებოდა როგორც ელ-პრინსიპის რაიონი. 1902 წელს რაიონი ნუევა-ეკიხას გამოეყო და ტაიაბასის პროვინციად (ამჟამინდელი კესონი) გამოცხადდა.[3][4]
1951 წელს 648-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე აურორა კესონის ქვეპროვინციად გამოცხადდა.[5] პროვინციამ დამოუკიდებლობა 1978 წლის 21 ნოემბერს მოიპოვა.[3][6]
აურორა სანაპირო პროვინციაა, რომლის ფართობიც 3 147.32 კმ²-ს შეადგენს. პროვინცია ლუსონის ცენტრალურ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აურორის ჩრდილოეთით ჩრდილოეთ სიერა-მადრეს ეროვნული პარკი (ისაბელის პროვინცია) მდებარეობს, დასავლეთით — სიერა-მადრეს ცენტრალური ქედი, რომელიც კასეკნანის დაცულ ლანდშაფტსა და აურორის მემორიალურ ეროვნულ პარკს მოიცავს, სამხრეთით — მდინარე უმირაი, აღმოსავლეთით კი — ფილიპინის ზღვა. პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, ფილიპინის ზღვასა და კასიგურან-საუნდს შორის სან-ილდეფონსოს ნახევარკუნძული მდებარეობს.
პროვინცია სიერა-მადრეს მთიანეთის ნაწილს მოიცავს, რის გამოც რელიეფი ციცაბო და ძლიერ ციცაბოა. დაბლობებს პროვინციის მხოლოდ 14% უკავია.[3]
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით აურორის კლიმატი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელს მიეკუთვნება.[7] მთელი წლის მანძილზე ნალექიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.[7] სანაპირო პროვინცია წყნარი ოკეანის გავლენას განიცდის და ხშირად ტაიფუნები ატყდება თავს.[3][8]
აურორის პროვინცია პოლიტიკურად 8 მუნიციპალიტეტად იყოფა, რომლებიც ერთ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება. 8 მუნიციპალიტეტი 151 ბარანგაის მოიცავს. 2010 წლის აღწერით, ყველაზე მეტი მოსახლეობა ბალერში მდებარე სიკლაინის ბარანგაის ჰყავს, ხოლო ყველაზე მცირე — სან-ლუისში მდებარე სიბალოს ბარანგაის.
2000 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 173 589 ადამიანს უდრიდა. მთლიანი მოსახლეობის 52.85%-ს (91 745 ადამიანი) ტაგალოგები შეადგენდნენ, ხოლო მმოსახლეობის დაახლოებით 1/3-ს, 31.43%-ს (54 557 ადამიანი) — ილოკანოები. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის იყვნენ: კასიგურიანინები — 5.1% (54 557 ადამიანი), ბიკოლანოები — 4.08% (7 079 ადამიანი) კანკანაები — 1.36% (2 355 ადამიანი), ბისაიები — 0.88% (1 529 ადამიანი), დუმაგატები — 0.6% (1 047 ადამიანი) და სებუანოები — 0.48% (832 ადამიანი).[9]
პროვინციის მოსახლეობის ნაწილს ნეგრიტოსები შეადგენენ, რომლებსაც დუმაგატებს უწოდებენ. დუმაგატების დიდი ნაწილი მთებსა და მთისწინეთებში ცხოვრობენ. ისინი ავსტონეზიელებისა და მელანეზიელეის შთამომავლები არიან და თევზაობითა და ნადირობით ირჩენენ თავს. აურორის პროვიცნიაში დუმაგატების სამი: მირაის, კასიგურანის და პალანანის ტომები ცხოვრობენ.
2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 214 336 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელია 68 ადამიანი 1 კვ. კმ-ზე.
აურორის პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია, რაც რამდენიმე საუკუნის მანძილზე ესპანური კოლონიზაციის შედეგია. მოსახლეობის უმცირესობას მეთოდისტები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, იეჰოვას მოწმეები, დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის მიმდევრები შეადგენენ. პროვინციის უმცირესობას მუსლიმები შეადგენენ, რომლებიც წარსულში მინდანაოდან მიგრირებულთა შთამომავლები არიან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.