From Wikipedia, the free encyclopedia
კერნზი[1] (ინგლ. Cairns) — ქალაქი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერით, მოსახლეობა შეადგენს 156 169 ადამიანს[2], მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კერნზის მეთოთხმეტე ადგილი უკავია ავსტრალიის ქალაქებს შორის, მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ²-ზე 320,02 ადამიანს შეადგენს. ქალაქის ფართობია 488 კმ². კერნზი 1707 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ხოლო 2420 კილომეტრით დაცილებულია მოსაზღვრე შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეის. ქალაქი დაარსდა 1876 წელს. ქალაქი გაშენებულია მარჯნის ზღვის ნაპირებზე და ის მდებარეობს კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე. ქალაქთან ახლოს მდებარეობს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული კუინზლენდის ტენიანი ტროპიკების ეროვნული პარკი. ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია დეკემბერი და იანვარი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია ივლისი და აგვისტო. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა ავსტრალიის სხვა ქალაქებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და შეადგენს 2222.9 მმ-ს.
ქალაქი | |
---|---|
კერნზი ინგლ. Cairns | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | კუინზლენდი |
კოორდინატები | 16°55′00″ ს. გ. 145°46′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1876 |
ფართობი | 488 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
მოსახლეობა | 156 169 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 320,02 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+9:30 |
საფოსტო ინდექსი | 4870 |
ოფიციალური საიტი | cairns.qld.gov.au |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.