Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კასტილიონეს ბრძოლა (1706) — ბრძოლა გაიმართა კასტილიონესთან ახლოს, ლომბარდიაში, იტალიაში 1706 წლის 8 სექტემბერს ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომის დროს. საფრანგეთის 12 000-იანი არმია თავს დაესხა ჰესენ-კასელთა 10 000-იან არმიას, რომელმაც ალყაში მოაქცია ქალაქი და აიძულა ისინი უკან დაეხიათ. ფრანგებმა მათ დიდი ზიანი მიაყენეს.
კასტილიონეს ბრძოლა (1706) | |||
---|---|---|---|
ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის ნაწილი ნაწილი | |||
კასტილიონეს ხედი | |||
თარიღი | 8 სექტემბერი, 1706 | ||
მდებარეობა | კასტილიონე | ||
შედეგი | ფრანგების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
თუმცა, ბრძოლამ გავლენა არ მოახდინა საერთო სტრატეგიულ პოზიციაზე, რადგან იმპერიის სხვა გამარჯვებები ნიშნავდა იმას, რომ 1706 წლის ბოლოს საფრანგეთის ჯარები ლომბარდიაში იზოლირებულნი იყვნენ და მათი დანებება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ამან გამოიწვია მილანის კონვენცია 1707 წლის მარტში, რომელმაც მათ საშუალება მისცა თავისუფლად გაეყვანათ ჯარები, იმ პირობით თუ ყველა დანარჩენ გარნიზონს დატოვებდნენ, ამან ფაქტობრივად დაასრულა ომი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში.
1705 წლის ბოლოსთვის საფრანგეთი და მისი მოკავშირეები აკონტროლებდნენ ჩრდილოეთ იტალიის უმეტეს ნაწილს, ასევე ვილფრანშის სავოიარულ ტერიტორიებს და სავოიის საგრაფოს, დღევანდელი საფრანგეთის ნაწილი. საიმპერატორო არმია იტალიაში ყოფნისას საკმაოდ გაძლიერდა, ინგლისმა და ჰოლანდიის რესპუბლიკამ გაგზავნეს 20000 კაციანი დამხმარე არმია, რომელიც მოიცავდა დამატებით 10000 ჯარს ჰესენ-კასელიდან, ასევე შესთავაზეს პრუსიასთან არსებული შეთანხმების განახლება.[1]
1706 წლის საფრანგეთის მთავარი მიზანი იყო სავოიარის დედაქალაქის, ტურინის დაკავება. ლომბარდიაში იმპერიული ძალების ჩარევის თავიდან ასაცილებლად, ვანდომმა 19 აპრილს შეუტია კალცინატოს და დახია მისი ჯარი ტრენტოს პროვინციაში.12 მაისს, მისმა მოადგილემ დე ლა ფეილიამ 48000 კაციანი არმიით მიაღწია ტურინამდე და დაასრულა ქალაქის ბლოკადა 19 ივნისს.[2]პრინცი ევგენი სავოიელი დაბრუნდა ვენიდან და დარჩენილი ჯარები ვერონის პროვინციაში წაიყვანა გერმანიის კონტიგენტების ლოდინში. ივლისის დასაწყისში, ვერონას ირგვლივ 30 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა 40 000 ფრანგის პირისპირ, მდინარე მინჩოსა და ადიჯეს შორის.[3]
საფრანგეთის პოზიცია ძალიან მდგრადი ჩანდა, მაგრამ მაისში რამილისის ბრძოლაში დამარცხება ნიშნავდა იმას რომ, ვენდომი და ყველა ხელმისაწვდომი ჯარისკაცი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში გაიგზავნებოდნენ. ტურინის ალყა გაგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ ჰესენ-კასელები ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩასული, ივლისის შუა რიცხვებისთვის პრინცი ევგენი ვეღარ შეძლებდა შეტევის გადადებას. ახალი ფრანგი სარდალი იტალიაში, ლუი XIV-ის ძმისშვილი, ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი გაჰყვა მას, ხოლო ალპური უღელტეხილების დასაცავად, მან დატოვა ჟაკ ელეონორ რუქსელ დე გრანსი და 23000 კაცი.[1]
ჰესენ-კასელებმა საბოლოოდ გადალახეს ალპები ივლისში, ფრედერიკ I-ის მეთაურობით, მოგვიანებით ბევრად უფრო ნიჭიერი კარლ XII გახდა შვედეთის მეფე. იმის გამო რომ იგი ძალიან გვიან ჩავიდა ტურინში, მის მეომრებს დაევალათ თავიდან აერიდებინათ მედავისთვის ის საფრთხე, რომელიც მას რესურსის გადატანის დროს შეხვდებოდა გზაში. 19 აგვისტოს ფრედერიკმა 2000 კაცი გაგზავნა გენერალ-მაიორ ვეტცელის მეთაურობით გოიტოში, პატარა ქალაქში, ფრანგულმა გარნიზონმა კი ქალაქის ევაკუაცია მოახდინა. კასტილიონეს მტკიცედ იცავდნენ და ისინი არკოდან მძიმე არტილერიის ჩამოსვლას ელოდებოდნენ. ფრედერიკმა დატოვა 1500 კაცი ქალაქგარეთ, დანარჩენები კი მედოლის მახლობლად იყვნენ განლაგებული, რაც მას საშუალებას აძლევდა თვალყური ედევნებინა მედავის მთავარ ძალებზე, კრემონაში და გოიტოში.[4]
გოიტოდან ჯარის გაყვანა იყო მედავის გეგმის ნაწილი, მას სურდა შეეკრიბა ჯარი სხვადასხვა გარნიზონებიდან წამოყვანილი მეომრებით, ისე რომ ამის შესახებ მოწინააღმდეგეს ვერაფერი გაეგო. ამ გეგმის შედეგად მან შეკრიბა 8000 ქვეითი და 4000 მხედარი, რომლებმაც გადალახეს მდინარე ოლო და შეუტიეს მოწინააღმდეგის ჯარს 8 სექტემბერს, შუადღისას. მისი კორპუსის გაყოფის გამო, ფრედრიკი რიცხობრივ უმცირესობაში იყო. პირველი თავდასხმები მოიგერიეს, მაგრამ კავალერიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირლანდიელი დევნილი არტურ დილონი, შეუტია მარცხენა ფლანგს მაშინ როდესაც ისინი პოზიციას იცვლიდნენ და მთლიანად გაანადგურა. შემდეგ მედავი თავს დაესხა კასტილიონეს გარეთ მყოფებს, რომელთაგანაც ბევრი დანებდა. საფრანგეთის მსხვერპლი შეადგენდა, 1000 მოკლულს და დაჭრილს, ჰესიანების დანაკარგი კი დაახლოებით 1500 მოკლულს და დაჭრილს, ამასთანავე 2500 ტყვედ ჩავარდნილს შეადგენდა.[5]
დარჩენილი ნაწილი ვალეჯოს დაესხა თავს. მარლბოროს ჰერცოგისთვის მიწერილ წერილში, რომელიც 11 სექტემბრით თარიღდება, ფრედერიკმა განაცხადა, რომ მისი ძალები დასუსტებული იყო ავადმყოფობის გამო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ თავდაპირველად ფრანგები უკან დახკეს, არტილერიის ნაკლებობამ აიძულა ისინი, რომ თავადაც უკან დაეხიათ. 29 სექტემბრით დათარიღებული მარლბოროს პასუხი მაამებლობის შედევრია.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.