კარასაჰრი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარასაჰრი (უიღ. قاراشەھەر [Qarasheher]) — ჩინეთის სინძიანის უიღურთა ავტონომიური რაიონის, ბაინგოლინის მონღოლთა ავტონომიურ პრეფექტურაში, იანქი-ჰუის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. უძველესი ქალაქი აბრეშუმის დიდ გზაზე. მისი უძველესი სახელი ტოხარულ ენებზე იყო არსი (ან არში) და აგნი, რომელიც ჩინურში გადმოვიდა როგორც იანქი (ჩინ.: 焉耆).
ქალაქი | |
---|---|
კარასაჰრი უიღ. قاراشەھەر [Qarasheher] | |
მეჩეთი კარასაჰრის ცენტრში | |
ქვეყანა | ჩინეთი |
რეგიონი | სინძიანისინძიანი |
მუნიციპალიტეტი | იანქი-ჰუი |
კოორდინატები | 42°03′31″ ჩ. გ. 86°34′06″ ა. გ. |
მოსახლეობა | 31 773[1] კაცი (2006) |
2000 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 29 000 ადამიანს, რომელიც 2006 წლისთივს 31 773-მდე გაიზარდა,[1] საიდანაც: 16,032 იყო ჩინელი, 7781 ჰუი, 7,154 უიღური, 628 მონღოლი და 178 სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.
ქალაქს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. მდებარეობს მდიანრე კაიდუზე, ჩინეთის ეროვნულ გზატკეცილ 314-ზე და სამხრეთი-სანძიანის რკინიგზის ხაზზე. ის არის რეგიონალურ დონზე მასალების განაწიელბის და ბიზნესის მნიშვნელოვანი ცენტრი. ქალაქის ადმინისტრაციაში შედის ათი თემი.[1] მოსახლეობა ძირითადად მუსლიმია და ქალაქში მრავალი მეჩეთია.