From Wikipedia, the free encyclopedia
კანადის ეროვნული დროშა (ინგლ. National Flag of Canada), აგრეთვე ცნობილი როგორც ნეკერჩხლის ფოთოლი (ინგლ. Maple Leaf) და ერთფოთლიანი (ფრანგ. l'Unifolié) — დროშა, რომელიც 1965 წელს მიღებულ იქნა როგორც კანადის პირველი სახელმწიფო დროშა.
1890-იანი წლების შემდეგ კანადაში აროფიციალურად გამოიყენებოდა კანადის წითელი ალამი, რომელზეც დიდი ბრიტანეთის დროშა და კანადის გერბი იყო გამოსახული. დებატები საკუთარი დროშის მიღებასთან და ახალი დროშის დიზაინთან დაკავშირებით კანადის პრემიერ-მინისტრ ლესტერ პირსონის მიერ სახელმწიფო დროშის დამდგენი კომიტეტის შექმნასთან ერთად დაიწყო. არჩევანი შეჩერდა ჯორჯ სტენლის და ჯონ მეტესონის მიერ შექმნილ ნეკერჩხლის ფოთლიან დიზაინზე, რომელსაც კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯის დროშა ედო დაფუძვლად.
ახალი დროშა 1965 წლის 15 თებერვალს მიიღეს; 15 თებერვალს კანადაში ეროვნული დროშის დღე აღინიშნება.
დროშის პროპორციებია 1:2. დროშის შუაში თეთრი კვადრატია, რომელსაც მარჯვნიდან და მარცხნიდან წითელი მართკუთხედები აქვს. მართკუთხედთა ზომები ერთნაირია და თეთრი კვადრატის ნახევარს უდრის. თეთრ კვადრატში ჩახატულია წითელი ფერის ნეკერჩხლის ფოთოლი, რომელიც კანადის ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენს 1700-იანი წლების შემდეგ. დროშაზე გამოსახულ ფოთოლს თერთმეტი წვეტი აქვს. ფოთლის ასეთი დიზაინი იმით არის გამოწვეული, რომ ქარიანი ამინდის დროს დროშის რხევისას ეს ვარიანტი ყველაზე კარგად ჩანს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.