From Wikipedia, the free encyclopedia
კამეჩები — მცოხნელი ძუძუმწოვარი წყვილჩლიქოსანთა რიგის ძროხისებრთა ოჯახისა. შეტანილია პლანეტის ყველაზე დიდტანიანი და ძლიერი ცხოველების ხუთეულში. აქვს მასიური სხეული, მოკლე კისერი, დაბალი და მძლავრი ფეხები, განიერი თავი, დინგის წვეროს ზედა ტიტველი ნაწილი, 4 ძუძუ, გრძელი კუდი გრძელბალნიანი ფუნჯით ბოლოვდება. არსებობს მოშინაურებული და გარეული. კამეჩები ველურ ბუნებაში გავრცელებული არიან სამხრეთ აზიასა და სამხრეთ აფრიკაში, ჯგუფურად ცხოვრობენ. მაკეობა 12 თვემდე გრძელდება. აფრიკული კამეჩი, რომელიც სავანებში ცხოვრობს, სპორტული ნადირობის ობიექტია და ბევრგან უკვე მოისპო.[1]
კამეჩი | |||
---|---|---|---|
კამეჩები შრი-ლანკაში | |||
აღწერა | |||
ორი გვარის ცხოველთა საერთო სახელწოდება | |||
მშობლიური ტაქსონი | |||
მცოხნელები | |||
გვარები | |||
| |||
|
ადამიანმა უძველესი დროიდან მოაშინაურა ინდური, ანუ აზიური შინაური კამეჩი (Bubalus bubalis), რომელიც გავრცელდა სამხრეთ აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ევროპაში. მოშინაურებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიაში. აზიური შინაური კამეჩი იყოფა ინდურ (ანუ მდინარის) და ფილიპინურ (ანუ ჭაობის — კარაბაო) ჯგუფებად. მსხვილი, ღონიერი, დიდტანიანი ცხოველია. სიმაღლე მინდაოში 130 სმ. ცოცხალი მასა ფურკამეჩისა 450 კგ, ზოგჯერ 600 კგ აღწევს, კუროკამეჩისა 700 კგ. კამეჩებს მეურნეობაში 18–20 წლამდე იყენებენ სარძეო ცხოველად, ზოგჯერ მუშადაც. ხასიათდება კარგი სამუშაო თვისებებით. ძროხასთან არ ჯვარდება. ფურკამეჩის ნაყოფიერება 100%-ს აღწევს, ანუ ყოველწლიურად იძლევა 1 ნაშიერს (ზაქს). ლაქტაციური მონაწველი – 1400–1600 კგ, რეკორდული – 4500 კგ რძე. მაღალი წველადობით გამოირჩევიან მურაჰისა (ინდოეთი) და ნილი-რავის (პაკისტანი) ჯიშები. კამეჩებს უმთავრესად აშენებენ ცხელ კლიმატურ პირობებში, მდინარეების, არხებისა და სხვა წყალსატევების მახლობლად. იკვებება უხეში მცენარეული საკვებით (ისლი, ლაქაში, ლერწამი). კამეჩების ძირითადი პროდუქციაა რძე, ხორცი, ტყავი (იხ. კავკასიური კამეჩი).კარგად უძლებს დაავადებებს — ჰერმოსპორიდიოზს, ჯილეხს, თურქულს, ბრუცელოზსა და სხვა.[1][2] კავკასიური კამეჩის ცალკე ჯილაგია ქართული კამეჩი.
ცნობილია კამეჩების ორი გვარი: აზიური (Bubalus) და აფრიკული (Sincerus).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.