კალოოკანი
From Wikipedia, the free encyclopedia
კალოოკანი (ოფიციალურად ქალაქი კალოოკანი; ტაგ: Lungsod ng Caloocan) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით, კალოოკანის მოსახლეობა 1 583 978 ადამიანს ითვლის და ქვეყანაში მეოთხე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
კალოოკანი ტაგალ. Lungsod ng Caloocan ინგლ. City of Caloocan | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
კოორდინატები | 14°39′00″ ჩ. გ. 120°58′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Dale Malapitan[1] | ||
დაარსდა | 1815 | ||
ფართობი | 55.80 კმ² | ||
მოსახლეობა | 1 661 584 (1 მაისი, 2020)[2] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 02 | ||
საფოსტო ინდექსი | 1400–1413 და 1420–1428 | ||
ოფიციალური საიტი | https://caloocancity.gov.ph/ | ||
| |||
ქალაქი იყოფა ორ გეოგრაფიულ ნაწილად, რომელთა საერთო ფართობიც 5 333.4 ჰექტარია. თავდაპირველად კალოოკანი სამხრეთ ლუსონის რეგიონში, რისალის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. დღეისთვის ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მესამე რაიონში (კამანავა) შედის მალაბონთან, ნავოტასთან და ვენესუელასთან ერთად.
სამხრეთ კალოოკანს მანილა, კესონი, მალაბონი, ნავოტასი და ვენესუელა ესაზღვრება. კომერციული და ინდუსტრიული აქტივობებისა და საცხოვრებელი ზონების კომბინირების გამო კალოოკანი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ჩრდილოეთ რაიონის მთავარი ურბანული ცენტრია.[3] ჩრდილოეთ კალოოკანის საზღვარი კესონთან, ვენესუელასთან, მარილაოსთან, მეიკაიანთან და სან-ხოსე-დე-მონტესთან მდებარეობს. ქალაქის ეს ნაწილი ძირითადად საცხოვრებელ ზონას უკავია და ინდუსტრიული შენობა-ნაგებობები შედარებით ნაკლებად გვხვდება.[3]