From Wikipedia, the free encyclopedia
კალაური — სოფელი ჭიათურის მუნიცპალიტეტში (პერევისის თემი), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ფრონის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 680 მეტრი. ჭიათურიდან 6 კილომეტრი, ქუთაისიდან – 78 კმ., თბილისიდან – 188 კმ. სოფელში არის მანგანუმის საბადო.
სოფელი | |
---|---|
კალაური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | პერევისა |
კოორდინატები | 42°15′58″ ჩ. გ. 43°19′47″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
მოსახლეობა | 356[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 356 ადამიანი.
სოფელში მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება. ტაძარი რესტავრირებულია.
სოფ. პერევისას საზღვარზე, არის ვერტიკალური კირქვული კედელი, სადაც წყალდიდობის დროს ჩანჩქერის სახით საკმაოდ მაღალი ნაკადი ჩამოედინება. კედლის სიმაღლე 50 მეტრს აღემატება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.