![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/22/Vipera_kaznakovi_%25285%2529.jpg/640px-Vipera_kaznakovi_%25285%2529.jpg&w=640&q=50)
კავკასიური გველგესლა
From Wikipedia, the free encyclopedia
კავკასიური გველგესლა (ლათ. Vipera kaznakovi) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. ბინადრობს მხოლოდ კავკასიაში, რუსეთსა და თურქეთში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში. სხეულის ზედა ნაწილი წითელი და ყვითელი ფერისაა, ხერხემალს კი გასდევს შავი ან მუქი რუხი განიერი ზოლი, რომელიც ზოგჯერ ზიგზაგის ფორმისაა. სახეობას ახასიათებს მელანიზმი, მაგრამ პირთან რჩება წითელი ან ყვითელი შეფერილობა. წიწილები მოწითალო-ყავისფრები არიან.[1] დამახასიათებელია მალული ცხოვრების ნირი. წყვილდება მაისსა და ივნისში. ცოცხლადმშობია. შემოდგომაზე ბადებს 5–10 წიწილს.[2] იკვებება მღრღნელებით, ხვლიკებით, წვრილი ფრინველებით, ახალგაზრდა გველები — მწერებით, კერძოდ, კალიებითა და ჭრიჭინებით.[1] შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[3]
სწრაფი ფაქტები კავკასიური გველგესლა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კავკასიური გველგესლა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მელანისტური ფორმა | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Vipera kaznakovi (Nikolsky, 1909) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Endangered : 22990 | |||||||||||||||||
|
დახურვა