აფხაზეთი
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე / From Wikipedia, the free encyclopedia
აფხაზეთი (აფხ. Аԥсны [აფსნჷ]) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
ტერმინს „აფხაზეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები აფხაზეთი, კუთხის ცენტრი ...
აფხაზეთი | |
---|---|
რიწა | |
კუთხის ცენტრი | სოხუმი |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | აფხაზეთის ავტ. რესპ. |
მუნიციპალიტეტი | 4 |
მოსახლეობის რაოდენობა | 4 913 |
ფართობი | 102 000 |
დახურვა