შხამიანი ცხოველები
From Wikipedia, the free encyclopedia
შხამიანი ცხოველები — ცხოველები, რომელთა ორგანიზმი მუდმივად ან პერიოდულად შეიცავს სხვა სახეობის ცხოველებისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს და ამ ნივთიერებებს თუმდაც მცირე დოზით შეყვანა ორგანიზმში იწვევს ავადმყოფურ ცვლილებებს, ხოლო ზოგჯერ — სიკვდილსაც.
ცხოველთა შორის 5 ათასამდე სახეობის შხამიანი ცხოველია. ყველაზე უკეთესად არიან შესწავლილი გველები, მორიელები, ობობები, ხოჭოები — სამწიფარები და სხვ. ხოლო ნაკლებად — ამფიბიები, თევზები, მოლუსკები და ნაწლავღრუიანები.
შხამიანი ცხოველების შხამიანობა შეფარდებითია. ადამიანსა და ცხოველს შეიძლება გამოუმუშავდეს იმუნიტეტი ამა თუ იმ შხამის მიმართ, თუკი მათ ორგანიზმში ხანგრძლივი დროის მანძილზე შეჰყავთ შხამი მცირე დოზებით. ზოგჯერ მეფუტკრეები არამგრძნობიარეები არიან ფუტკრის შხამის მიმართ. გველის, ფუტკრისა და ზოგიერთი სხვა ცხოველის შხამს მცირე დოზებით სამკურნალო მიზნით იყენებენ.