From Wikipedia, the free encyclopedia
იხტილა (ღრტილა, ღირტილა, ხრტილა) — სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის თემში.[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1720 მ სიმაღლეზე. ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
იხტილა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბარალეთი |
კოორდინატები | 41°33′12″ ჩ. გ. 43°32′34″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ღრტილა |
ცენტრის სიმაღლე | 1720 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 978[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სოფლის ძველი სახელწოდებაა ღრტილა. XI საუკუნის შუა ხანებში აქ დაბანაკდა მეფე ბაგრატ IV, რომელიც კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ IV ბაღვაშთან ბრძოლისთვის ემზადებოდა. ამავე საუკუნეში აქ გაიმართა მნიშვნელოვანი საეკლესიო კრება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის რელიგიურ-დოგმატურ უთანხმოებათა გასარკვევად.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 978 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 1258[2] | ||
2014 | 978 | 484 | 494 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.