From Wikipedia, the free encyclopedia
იუჯინ ვიგნერი (უნგრ. Wigner Jenő Pál; დ. 17 ნოემბერი, 1902, ბუდაპეშტი — გ. 1 იანვარი, 1995, პრინსტონი) — უნგრელი და ამერიკელი თეორეტიკოსი ფიზიკოსი, ინჟინერი და მათემატიკოსი. იუჯინ ვიგნერი მარი გეპერტ-მაიერთან და იოჰანეს ჰანს იენსენთან ერთად იყო 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ატომური ბირთვის და ელემენტარული ნაწილაკების აგებულების თეორიაში შრომებისათვის.[23][24]
იუჯინ ვიგნერი დაიბადა 1902 წლის 17 ნოემბერს ბუდაპეშტში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. მისი მშობლები იყვნენ ელისაბეთ და ანტონი ვიგნერები. იუჯინს ჰყავდა უფროსი და სახელად ბერტა (ცნობილი როგორც ბირი) და უმცროსი და მარგიტი (ცნობილი როგორც მანსი).[25] მარგიტი მოგვიანებით გათხოვდა თეორეტიკოს ფიზიკოსზე პოლ დირაკზე. [26] იუჯინ ვიგნერი 9 წლის ასაკამდე განათლებას სახლში იღებდა პროფესიონალი მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ. შემდგომ იგი სკოლაში შევიდა და სწავლა მესამე კლასიდან განაგრძო. სწორედ ამ პერიოდში გამოავლინა ვიგნერმა მათემატიკური პრობლემებისადმი ინტერესი.[27] 11 წლის ასაკში ექიმებს ეგონათ, რომ იგი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მისმა მშობლებმა იგი 6 კვირით გაგზავნეს სანატორიუმში (ავსტრიის მთებში), თუმცა ექიმები მიხვდნენ, რომ მათ შეცდომა დაუშვეს და ბიჭი უკან დააბრუნეს.[28]
ვიგნერის ოჯახი იყო ებრაული წარმოშობის (თუმცა არა რელიგიურად). 1915-1919 წლებში იგი სწავლობდა საშუალო გრამტიკულ სკოლაში სახელად „ფასორის გიმნაზია“. 1919 წელს ოჯახს მოუწია კომუნისტური რეჟიმისაგან გაქცევა ამიტომ ისინი უნგრეთში გაემგზავრნენ.[29] ამ პერიოდში ოჯახის რელიგიური ხედვა ლუთერანობისაკენ გადაიხარა. [30] ვიგნერი მოგვიანებით წერილში აღწერს მისი ოჯახის ლუთერანობისაკენ მისწრაფების მიზეზს: „ეს აქ ყოფილა გულიდან წამოსული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ანტიკომუნისტური“.[30] რელიგიური გადმოსახედით იუჯინ ვიგნერი იყო ათეისტი. [31]
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იუჯინ ვიგნერი ჩაირიცხა ბუდაპეშტის ტექნიკური მეცნიერებების უნივერსიტეტში, ცნობილი როგორც Műegyetem. თუმცა იგი არ იყო კმაყოფილი კურსის მიერ შემოთავაზებული მასალით,[32] ამიტომ 1921 წელს იგი ჩაირიცხა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ქიმიურ ინჟინერიას.[33] აგრეთვე სწავლის პერიოდში ყოველ ოთხშაბათს (შუადღით) იგი ესწრებოდა გერმანიის ფიზიკოსთა საზოგადოების სემინარებს. ამ პედიოდში ვიგნერი შეხვდა ფიზიკოს ლეო ზილარდს, რომელიც შემდგომში მისი უახლოესი მეგობარი გახდა.[34] ბერლინში ვიგნერი მუშაობდა კაიზერ ვილჰელმის ფიზიკური-ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში (დღევანდელი ფრიც ჰაბერის ინსტიტუტი). იგი ამ ინსტიტუტში შეხვდა მაიკლ პოლანის, რომელიც ლასლო რაცის შემდეგ ვიგნერისათვის საუკეთესო მასწავლებელი გახდა.
მისი ჯილდოების ჩამონათვალი შემდეგნაირია: ნობელის პრემია (1963)[23], ფრანკლინის მედალი (1950)[35], ენრიკო ფერმის ჯილდო (1958)[36], მაქს პლანკის მედალი (1961)[37], ეროვნული მეცნიერების მედალი (1969)[38], ალბერტ აინშტაინის ჯილდო (1972)[39] და მრავალი სხვა.
იუჯინ ვინგერი გარდაიცვალა 1995 წლის 1 იანვარს, უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (პრინსტონი), პნევმონიით.[40]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.