იურგენ კლოპი
From Wikipedia, the free encyclopedia
იურგენ ნორბეტ კლოპი (გერმ. Jürgen Klopp [jʊp haɪnkəs]; გერმანული წარმოთქმა: [ˈjʏʁɡn̩ ˈklɔp] ( მოსმენა); დ.16 ივნისი 1967) — გერმანელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. წვრთნის ინგლისის პრემიერლიგის კლუბ ლივერპულს. იგი ხშირად განიხილება, როგორც მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი.[2][3][4][5]
კლოპი 2019 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი |
Jürgen Norbert Klopp იურგენ ნორბერტ კლოპი | ||
დაბადების თარიღი | 16 ივნისი, 1967 (1967-06-16) (57 წლის) | ||
დაბადების ადგილი | შტუტგარტი, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 194 სმ.[1] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი / მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლივერპული (მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1975–1983 | SV Glatten | ||
1983–1989 | TuS Ergenzingen | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1989–2001 | მაინცი | 338 | (52) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2001–2008 | მაინცი | ||
2008–2015 | ბორუსია დორტმუნდი | ||
2015- | ლივერპული | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კლოპმა ითამაშა „მაინცი 05“-ის შემადგენლობაში, სადაც პროფესიონალ ფეხბურთელის კარიერა დაიწყო თავდამსხმელად, ხოლო შემდგომ მცველის პოზციაზე გადაინაცვლა. 2001 წელს კლოპმა დაასრულა ფეხბურთელობა და დაიწყო მაინცის გაწვრთნა, 2004 წელს კლუბი აღზევდა ბუნდესლიგაში. 2006–07 სეზონში „მაინცი“ ბუნდესლიგიდან დაქვეითდა, მეორე დივიზიონიდან ვერ ამოსვლის შემდეგ 2008 წელს კლოპმა „მაინცი“ დატოვა და გახდა კლუბის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მწვრთნელი. შემდგომ იყო „ბორუსია დორტმუნდი“, სადაც ბუნდესლიგის ტიტული მოიგო 2010–11 სეზონში. მომდევნო წელს „დორტმუნდმა“ დუბლი შეასრულა და ბუნდესლიგის ქულების რეკორდი მოხსნა. კლოპის გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012–13 ფინალში გავიდა. 2015 წელს გერმანელმა სპეციალისტმა დორტმუნდი დატოვა.
2015 წელს კლოპი „ლივერპულის“ მწვრთნელად დაინიშნა. 2018 და 2019 წელს „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, 2019 წელს გამარჯვებით „ლივერპული“ მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი. კლოპის გუნდმა 2018–19 სეზონში მეორე ადგილი დაიკავა 97 ქულით, რაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მეორე ადგილისთვის უმაღლესი ქულაა. მომდევნო სეზონში კლოპმა მოიგო უეფა-ს სუპერთასი და „ლივერპულის“ პირველი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და პრემიერლიგა.[6][7]
კლოპი არის გეგენპრესინგის ტაქტიკის ცნობილი წარმომადგენელი, რაც გულისხმობს შემდეგს, გუნდი ბურთის დაკარგვის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს მის უკან დასაბრუნებლად. პრესინგის და შეტევის სიმწვავის გამო ხშირად კლოპის სტილს მოიხსენიებენ, როგორც 'მძიმე მეტალი'. კლოპი მიიჩნევს, რომ მასზე მთავარი გაავლენა არიგო საკიმ და მაინცის მწვრთნელმა ვოლფგანგ ფრანკიმ მოახდინა.