იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები პანამაში
From Wikipedia, the free encyclopedia
2013 წლის მონაცემებით პანამაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 5 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის (981) 0,5 %-ია. ორი ობიექტი სიაში შეტანილია კულტურული, ხოლო 3 - ბუნებრივი კრიტერიუმებით, მათ შორის ერთ-ერთი ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს (კრიტერიუმი i) და იმყოფება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში. პანამამ იუნესკოს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1978 წლის 3 მარტს[1]. პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი პანამიდან იყო პორტობელო და სან-ლორენსოს ციხესიმაგრე. სიაში გაწევრიანდა 135 ნომრით 1980 წელს მე-4 სესიაზე.