From Wikipedia, the free encyclopedia
2013 წლის მონაცემებით პანამაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 5 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის (981) 0,5 %-ია. ორი ობიექტი სიაში შეტანილია კულტურული, ხოლო 3 - ბუნებრივი კრიტერიუმებით, მათ შორის ერთ-ერთი ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს (კრიტერიუმი i) და იმყოფება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში. პანამამ იუნესკოს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1978 წლის 3 მარტს[1]. პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი პანამიდან იყო პორტობელო და სან-ლორენსოს ციხესიმაგრე. სიაში გაწევრიანდა 135 ნომრით 1980 წელს მე-4 სესიაზე.
# | სურათი | სახელწოდება | მდებარეობა | დაარსების თარიღი | სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმი |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | პორტობელო და სან-ლორენსოს ციხესიმაგრე (ესპ. Fortificaciones de la costa caribeña de Panamá: Portobelo y San Lorenzo) |
კოლონის პროვინცია | XVI—XVIII საუკუნეები | 1980 | 135 | i, iv | |
2 | დარიენის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional del Darién) |
დარიენის პროვინცია | 1980 | 1981 | 159 | vii, ix, x | |
3 | კორდილიერა-დე-ტალამანკა / ლა-ამისტადის საერთაშორისო პარკი (კოსტა-რიკასთან ერთად) (ესპ. Reservas de la Cordillera de Talamanca–La Amistad /Parque Nacional de la Amistad) |
კოსტა-რიკა: სან-ხოსეს პროვინცია, კარტაგოს პროვინცია , ლიმონის პროვინცია, პუნტარენასის პროვინცია პანამა: ბოკას-დელ-ტოროს პროვინცია, ჩირიკის პროვინცია |
— | 1983 | 205 | vii, viii, ix, x | |
4 | არქეოლოგიური ძეგლი პანამა-ვიეხო და პანამის ისტორიული რაიონი (ესპ. Sitio arqueológico de Panamá Viejo y distrito histórico de Panamá) |
პანამის პროვინცია | 1519 | 1997 | 790 | ii, iv, vi | |
5 | კოიბის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional de Coiba y su zona especial de protección marina) |
ვერაგუასის პროვინცია, ჩირიკის პროვინცია | 1992 | 2005 | 1138 | ix, x |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.