იტალიის ადმინისტრაციული დაყოფა
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალიის ადმინისტრაციული დაყოფის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. ქვეყანაში სულ 20 რეგიონია, რომელთაგანაც ხუთს აქვს უფრო მაღალი სტატუსი, ვიდრე დანარჩენ რეგიონებს. თითოეული რეგიონი წარმოადგენს ავტონომიას. რეგიონები იყოფიან პროვინციებად. 2015 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 107 პროვინციაა. პროვინცია წარმოადგენს შუა რგოლს რეგიონსა და ბზე დაბალი კომუნას შორის. იტალიაში 2019 წლის მდგომარეობით 7918 კომუნაა, ერთ კომუნაში საშუალოდ 7639 ადამიანი ცხოვრობს. ფართობით ყველაზე დიდი რეგიონია სიცილია, ხოლო მოსახლეობით — ლომბარდია.